Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახმეტაში დაუგეგმავი რთველი დაიწყო

ახმეტაში დაუგეგმავი რთველი დაიწყო
please wait

No media source currently available

0:00 0:00:52 0:00

სეტყვის გამო ახმეტაში დაუგეგმავი რთველი დაიწყო. სეტყვას ყურძნის მცირე ნაწილი გადაურჩა უკვე ცნობილია, რომ მთავრობა დაზარალებულებს ფინანსურად არ დაეხმარება დაზიანებულ მოსავალს ერთადერთი კომპანია "ახმეტის ღვინის ქარხანა" ჩაიბარებს. დაზიანებულ მოსავალს ღვინის ქარხანა 50 თეთრად იბარებს. ქარხანას სულ 8 ათასი ტონა მოსავლის მიღების შესაძლებლობა აქვს. მიღებული პროდუქციით კი ადგილობრივი გასაღებისთვის სპირტს დაამზადებს. ღვინის ქარხნის წარმომადგენელი, მამუკა სამსონაძე ამბობს, რომ კომპანია ყურძენს  მხოლოდ  იმ მევენახეებისგან იბარებს, რომლებსაც მოსავალი არ ჰქონდათ დაზღვეული. ახმეტაში სეტყვის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ  საპროტესტო აქციაც  გამართა და სახელმწიფოსგან დახმარება  მოითხოვა, თუმცა ამ აქციის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ  მთავრობა გლეხებს თანხით ვერ დაეხმარება. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლონ, რათა მსგავს მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდნენ.

XS
SM
MD
LG