Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ხის მეჩეთები


აჭარის ხის მეჩეთები
please wait

No media source currently available

0:00 0:04:06 0:00

აჭარის მთიან ნაწილში ამ დრომდეა შემორჩენილი რამდენიმე ათეული ხის მეჩეთი, რომელთა მსგავსი ნაგებობები უკვე იშვიათობაა. ხის მეჩეთები, მათი მოხატულობა და ორნამენტები საქართველოსა და ამერიკაში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა, ვლადიმერ შიოშვილმა გადაიღო. ფოტოები თბილისი ფოტოფესტივალის ფარგლებში გამოიფინა. ვლადიმერ შიოშვილმა ამერიკელ მეგობრებთან, მკვლევარებთან ერთად აჭარის ისლამურ მემკვიდრეობაზე კვლევაც მოამზადა. აჭარაში, სადაც ახალი მეჩეთის აშენებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ მუსულმანები, ოსმალთა იმპერიის დროს აშენებული და ნაწილობრივად მიტოვებული ხის მეჩეთები ერთგვარი მეხსიერებაა მრავალკონფესიური და მრავალფეროვანი საზოგადოების, სადაც ქრისტიანული და ისლამური კულტურები წლების განმავლობაში ბუნებრივად თანაცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG