სოფლის მეურნეობის განვითარების საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ზუგდიდის გამგეობაში სამინისტროდან მომავალ კვირას ელოდებიან. ზუგდიდის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა ლერი დოჩიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისმა სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოცდაათივე ტერიტორიულ ორგანოში დაასრულა მიწის ფართობების აღწერითი სამუშაოები და შეიქმნა მიწის მესაკუთრეთა საერთო ბაზა. ლერი დოჩიას თქმით, გაიზომა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, განურჩევლად მოცულობისა.
„ჩვენ, ალბათ, იმ კვირიდან ველოდებით ვაუჩერებს და 20 თებერვლიდან დავიწყებთ დარიგებას. 24 549 მიწის მესაკუთრე შევიდა ბაზაში, რომელიც გადაეგზავნა სამინისტროს. ჩვენ დავიბარებთ სოფლის რწმუნებულებს, გადავცემთ ამ ბარათებს და რწმუნებულები დაარიგებენ შემდეგ სოფლებში. ყველა ტერიტორიულ ორგანოში ბარათის დარიგება ერთდროულად დაიწყება“, - განაცხადა ლერი დოჩიამ.
მისივე ცნობით, დარიგდება კომბინირებული პაკეტი, სადაც მოთავსებული იქნება ორი ტიპის ბარათი. პირველით ფერმერი შეძლებს მიწის მოხვნისა და გაფხვიერების სამუშაოების ჩატარებას, მეორე ბარათი კი საჭირო ინვენტარის შესაძენად არის განკუთვნილი. ამ ეტაპზე მიწის მესაკუთრეები მხოლოდ პირველი ბარათის გამოყენებას შეძლებენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ 6 თებერვალს გაკეთებული განცხადების თანახმად, 0,25 ჰა-დან 1,25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი ფართობის მქონე მოქალაქეები მიიღებენ ბარათს ერთ ჰექტარზე 510 ლარის გადაანგარიშებით. ამ ბარათში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შესაძენად 300 ლარია გათვალისწინებული. 0,25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები ნედლეულის შესაძენად 100 ლარის ღირებულების ბარათს მიიღებენ. 1,25-დან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერებს 640 ლარის ღირებულების ბარათები დაურიგდებათ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების თქმით, საკუთრებაში არსებული მიწის დამუშავებას აქამდე სრულად ვერ ახერხებდნენ შესაბამისი თანხის უქონლობის გამო. სოფელ განმუხურში, კოკში, ინგირსა და კახათში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც რადიო თავისუფლება გაესაუბრა, ფიქრობენ, რომ ასეთი სახის პროგრამა კარგი დახმარებაა გლეხისთვის, თუმცა სასოფლო-სამეურნეო ბარათებით გათვალისწინებულ თანხები საკმარისი არ არის.
„დამუშავებისთვის კი ეყოფა, მაგრამ შემდეგ მინერალებისთვის - არა. ერთ ჰექტარზე 8 ცალი სასუქი მაინც უნდა. სასუქს თუ გააიაფებდნენ, ეს იქნებოდა უკეთესი“;
„ერთ ჰექტარზე ხუთასი ლარი კარგია. სულ არაფერს სჯობია“;
„მიწები დაუმუშავებელი იყო, რადგან მოსახლეობას არ ჰქონდა ფული ტრაქტორისთვის, შემდეგ სასუქისთვის და კარგია, ამათ რომ გადაუხდიან, გლეხი მიწას დაამუშავებს“;
„საკმარისი არ არის თანხა, მაგრამ გლეხს ცოტას მაინც შეუწყობს ხელს, რადგან არაფერი გაგვაჩნია. ამბობენ, ტრაქტორებს თვითონ მოიყვანენ და მოხნავენო მიწას. მგონია, ვერ მოასწრებენ და არ იქნება ეს გლეხისთვის ხელსაყრელი“, - აცხადებენ რესპონდენტები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ლერი დოჩია ამბობს, რომ სამუშაოები ჩატარდება დადგენილ ვადებში, რადგან არსებობს საჭირო რაოდენობის ტექნიკა. ლერი დოჩიას ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სულ 24 ახალი ტრაქტორი აქვს. აქედან 13 შპს „მექანიზატორს“ ეკუთვნის, 11 კი ადგილობრივ „ამხანაგობას“. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის თქმით, მოქალაქეების კერძო საკუთრებაში არსებული ტრაქტორები საჭიროებისამებრ იქნება გამოყენებული, რისთვისაც ისინი შესაფერის თანხებს მიიღებენ.

დამუშავებისთვის კი ეყოფა, მაგრამ შემდეგ მინერალებისთვის - არა. ერთ ჰექტარზე 8 ცალი სასუქი მაინც უნდა. სასუქს თუ გააიაფებდნენ, ეს იქნებოდა უკეთესი...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ 6 თებერვალს გაკეთებული განცხადების თანახმად, 0,25 ჰა-დან 1,25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი ფართობის მქონე მოქალაქეები მიიღებენ ბარათს ერთ ჰექტარზე 510 ლარის გადაანგარიშებით. ამ ბარათში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შესაძენად 300 ლარია გათვალისწინებული. 0,25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები ნედლეულის შესაძენად 100 ლარის ღირებულების ბარათს მიიღებენ. 1,25-დან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერებს 640 ლარის ღირებულების ბარათები დაურიგდებათ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების თქმით, საკუთრებაში არსებული მიწის დამუშავებას აქამდე სრულად ვერ ახერხებდნენ შესაბამისი თანხის უქონლობის გამო. სოფელ განმუხურში, კოკში, ინგირსა და კახათში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც რადიო თავისუფლება გაესაუბრა, ფიქრობენ, რომ ასეთი სახის პროგრამა კარგი დახმარებაა გლეხისთვის, თუმცა სასოფლო-სამეურნეო ბარათებით გათვალისწინებულ თანხები საკმარისი არ არის.
საკმარისი არ არის თანხა, მაგრამ გლეხს ცოტას მაინც შეუწყობს ხელს, რადგან არაფერი გაგვაჩნია...