ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. 2 დეკემბერს გაიმართა მისი პირისპირ შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინისთან.