აშშ-ში თვეზე ცოტა მეტი რჩება საპრეზიდენტო არჩევნებამდე. დღეს მის ერთ თავისებურებას შევეხებით: უკვე 30 წელიწადზე მეტია, არჩევნების შედეგები ასახავს ქალთა გამორჩეულ მხარდაჭერას დემოკრატი კანდიდატების მიმართ.
რა არის ასეთი მხარდაჭერის მიზეზი და მოსალოდნელია თუ არა მისი გაგრძელება 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზეც? ამის გარკვევას შეეცადა ვაშინგტონში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, ჰეზერ მაჰერი.
დავიწყოთ შეკითხვით, რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამერიკელი ამომრჩეველი ქალისთვის? ამ შეკითხვაზე სწორი პასუხის გაცემას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები ბარაკ ობამა და მიტ რომნი.
მიზეზი ნათელია - მას განმარტავს ბლოგერი და პუბლიცისტი, ჯოან ბამბერგერი:
„ქალები შეადგენენ შეერთებულ შტატებში ამომრჩეველთა უმრავლესობას. ქალები ტრადიციულად - ბოლო სამი, ოთხი, ხუთი საპრეზიდენტო არჩევნებია - წყვეტენ არჩევნების ბედს. ქალები შეადგენენ ელექტორატის 51%-ს და იმათ 50%-ზე მეტს, ვინც მიდის საარჩევნო უბნებზე. ამდენად, ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში კანდიდატებმა იციან, რომ ეს არის ხმები, რომლებიც უნდა მოიპოვონ“, - განმარტავს ამერიკელი პუბლიცისტი.
2008 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობდა 10 მილიონი ქალით მეტი ვიდრე მამაკაცი! და მათმა უმრავლესობამ ხმა მისცა ბარაკ ობამას, რაც შეესაბამება ბოლო ათწლეულების ტენდენციას: ქალების უმრავლესობა მხარდაჭერას უცხადებს დემოკრატებს.
ამჟამინდელი მონაცემებით, მთელს ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ობამას აქვს მიტ რომნიზე 29%-ით მეტი მხარდაჭერა ქალებს შორის. მიზეზია, ამბობს პოლიტიკური ფსიქოლოგიის ექსპერტი, რადიოჟურნალისტი მართა ბურკი, საერთო პრიორიტეტული ამოცანები. ის, რასაც ქალები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ - ანაზღაურებულ შვებულებას ოჯახის საჭიროებების შემთხვევაში, თანაბარ ხელფასებს, განათლებას - ეს ყველაფერი პრიორიტეტული ამოცანებია დემოკრატებისთვისაც.
„დემოკრატები უფრო ლიბერალური არიან სოციალურ საკითხებში. ქალები კი, ჩვეულებრივ, მამაკაცებზე უფრო ლიბერალური არიან სოციალურ საკითხებში. და ქალები (იმის გამო, რომ ნაკლები ფული აქვთ) უფრო მარგინალიზებული არიან საზოგადოების ბევრ ნაწილში, უფრო არიან დამოკიდებული სოციალური უსაფრთხოების სისტემაზე. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ისინი იმდენად არ უჭერენ მხარს სოციალური უსაფრთხოების სისტემას, როგორც დემოკრატები. ამიტომ ქალები, ისტორიულად, დემოკრატებს უფრო ემხრობიან, რადგან მათ სჭირდებათ მომსახურება, რომელსაც დემოკრატები უჭერენ მხარს“, ამბობს მართა ბურკი.
საქმე ისე არ არის, თითქოს რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებოდნენ სოციალური უსაფრთხოების სისტემას. მათი უარყოფითი დამოკიდებულება მთავრობის ხელში დიდი რესურსებისა და გავლენის კონცენტრაციის მიმართ, ნიშნავს მარტო იმას, რომ რესპუბლიკელებს არ სურთ ბევრი ფულის ხარჯვა სოციალურ პროგრამებზე.
მათ პოლიტიკას, რასაკვირველია, მომხრე ქალებიც ჰყავს, მაგალითად, ეკონომისტი დაიანა ფერჩგოტ-როტი, რომლის აზრითაც, რომნის ეკონომიკური გეგმა გაცილებით უფრო დაეხმარება ქალებს, ვიდრე ვაშინგტონის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რომელიმე სოციალური პროგრამა.
შეკითხვას - რა არის ამერიკელი ქალებისთვის სამი მთავარი საარჩევნო თემა, ექსპერტი ასე პასუხობს: „ეკონომიკა, ეკონომიკა და ეკონომიკა! ქალები ძალიან შეშფოთებული არიან ეკონომიკით. ისინი ხედავენ, რომ ოჯახის წევრები უმუშევარი ჰყავთ, ისინი ხედავენ საკუთარ თავს სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშე (...) და ის, თუ რა მდგომარეობაშია ეკონომიკა, პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ოჯახების მდგომარეობასთან“.
ფერჩგოტ-როტი განმარტავს, რომ საგადასახადო სისტემის რეფორმა, რაც რომნის ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრში დგას, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.
მაშ რატომ ვერ აღწევს რომნი პოპულარობას ამომრჩეველ ქალებს შორის? ფერჩგოტ როტი ასე პასუხობს შეკითხვას: „ის საკმარისად კარგად ვერ ხსნის, რატომ მოჰყვება გადასახადების შემცირებას ეკონომიკის ზრდა“.
მსგავს შეფასებას გამოთქვამს ბლოგერი და პუბლიცისტი ჯოან ბამბერგერიც: „მიზეზი იმისა, რომ უჭირს ქალების მხარდაჭერის მოპოვება, არის ის, რომ კარგად ვერ ახერხებს ახსნას, რას გააკეთებდა, როგორც პრეზიდენტი“.
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, მიტ რომნის თვეზე ცოტა მეტი რჩება ამომრჩეველ ქალებში ამჟამინდელზე მეტი პოპულარობის მოსაპოვებლად. საამისოდ მას შანსი მიეცემა ოთხშაბათს, როცა პირველ დებატებში დაუპირისპირდება მეტოქეს - პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას.

ქალები ძალიან შეშფოთებული არიან ეკონომიკით. ისინი ხედავენ, რომ ოჯახის წევრები უმუშევარი ჰყავთ, ისინი ხედავენ საკუთარ თავს სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშე ...დაიანა ფერჩგოტ-როტი