წყნეთი და სხვა აგარაკები
საბჭოთა პერიოდში აგარაკი კომუნისტ ფუნქციონერთა თუ შეძლებულ საქმოსანთა ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო. საქართველოში წყნეთის აგარაკებმა და, მთლიანად, წყნეთმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა იმის გამოც, რომ იქ აშენდა „სამთავრობო აგარაკები“ და სწორედ წყნეთში აიშენა დასასვენებელი სახლები საქართველოს ინტელექტუალურ-პოლიტიკურმა ელიტამ. რამდენად ეწინააღმდეგებოდა სოციალური თანასწორობის იდეას წყნეთის გარაკები? გამოიხატება თუ არა ძალაუფლებისკენ სწრაფვის ვნება ამ სახლების არქიტექტურაში, სივრცით კონცეფციაში? როგორ იცვალა სახე აგარაკმა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ? „წითელი ზონის“ ავტორი და წამყვანი გიორგი გვახარია ამ თემებზე ესაუბრება თავის სტუმარს, სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას.
ეპიზოდები
-
ივლისი 15, 2017
ზღაპარი, რომელიც ხალხს აერთიანებს
-
ივლისი 07, 2017
„საყდრისის დამცველები“
-
ივნისი 29, 2017
ბოშები საქართველოში
-
ივნისი 24, 2017
რუსეთის საპატრიარქო, როგორც ”რბილი ძალა”
-
ივნისი 16, 2017
საბჭოთა აღზრდა დღევანდელ სკოლაში
-
ივნისი 10, 2017
პოეტი და ცენზურა