Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი კვლავ „ორივე მხარეს“ ადანაშაულებს ძალადობაში


ტრამპი კვლავ „ორივე მხარეს“ ადანაშაულებს ძალადობაში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:52 0:00

ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რასიზმს „ბოროტება“ უწოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ „ორივე მხარე“ დაადანაშაულა ძალადობაში, რომელიც გასულ შაბათ-კვირას მოხდა ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში, თეთრკანიანთა რასობრივი აღმატებულობის იდეის მიმდევართა აქციაზე. ტრამპის 15 აგვისტოს განცხადებები მეტ-ნაკლებად იმეორებს მის 12 აგვისტოს გამოსვლას, როცა მან აქციის შემდეგ განაცხადა, რომ ძალადობას „ბევრმა მხარემ“ შეუწყო ხელი. 12 აგვისტოს შარლოტსვილში 32 წლის ქალი დაიღუპა და 19 ადამიანი დაშავდა, როცა ავტომანქანა დაეჯახა დემონსტრანტებს, რომლებიც ულტრანაციონალისტების მსვლელობას აპროტესტებდნენ. პირველ განცხადებაში, რომელიც ინციდენტს მოჰყვა, ტრამპს არ დაუგმია კონკრეტულად რასისტების მხრიდან ძალადობა, რის გამოც შეერთებულ შტატებში მას მკაცრად აკრიტიკებენ. (ასოშიეიტედ პრესის ვიდეო)

XS
SM
MD
LG