10 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარგალიტა ჯაფარიძე, 5 აგვისტოს თბილისში გამართული ტრიატლონის მონაწილე. ტრიატლონი სპორტის სამ დარგს, ცურვას, ველოსიპედით სიარულს და სირბილს აერთიანებს და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს.
"თბილისი ტრიალტონ ჩელენჯი 2017" ლისის ტბაზე 5 აგვისტოს გაიმართა და მასში რეგისტრირებული იყო ასამდე მონაწილე.