ტრიატლონი პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისთვის
10 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარგალიტა ჯაფარიძე, 5 აგვისტოს თბილისში გამართული ტრიატლონის მონაწილე. ტრიატლონი სპორტის სამ დარგს - ცურვას, ველოსიპედით სიარულსა და სირბილს - აერთიანებს და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. "თბილისი ტრიალტონ ჩელენჯი 2017" ლისის ტბაზე 5 აგვისტოს გაიმართა და მასში რეგისტრირებული იყო ასამდე მონაწილე.