”დავიყვანოთ ნულამდე”- ეს არის სტრატეგიული მიზანი აივ-შიდსის გაეროს ერთიანი პროგრამისა, რომელსაც, თავის მხრივ, სამი მიმართულება აქვს: ნული ახალი აივ-ინფექცია, ნული სიკვდილი შიდსის გამო და ნული დისკრიმინაცია. შიდსის განულების სირთულეებს შორის სტიგმა და დისკრიმინაცია ერთ-ერთ მთავარ ბარიერად ითვლება. სტიგმისა და დისკრიმინაციის საფუძველი კი, თავის მხრივ, არის აივ-ინფექცია შიდსის შესახებ საზოგადოების ცოდნის დაბალი დონე. საყოფაცხოვრებო კონტაქტებით შიდსი არ გადადის -ეს მესიჯი თითქოს საყოველთაოდაა ცნობილი, თუმცა აივ-დადებითი ადამიანები საზოგადოების განწყობას ითვალისწინებენ და მაინც ერიდებიან თვითიდენტიფიცირებას. ერთ-ერთი მათგანია 34 წლის გიორგი.
გიორგიმ დაავადების შესახებ 4 წლის წინ, 30 წლის ასაკში, შეიტყო. ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მან სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და აღმოაჩინა, რომ აივ-დადებითი იყო. როგორც ფიქრობს, დაახლოებით 2 თვის წინ იყო დაინფიცირებული. დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა კი, მკურნალობის თვალსაზრისით, კეთილსაიმედოობის ხარისხს ზრდის და, სისტემატური სამედიცინო კონტროლის პირობებში, თავს ამჟამად ძალიან კარგად გრძნობს. ამბობს, რომ საქართველოში ეფექტური მკურნალობის ყველა საშუალება, ყველა სერვისი არსებობს და ისიც რეგულარულად სარგებლობს აუცილებელი მომსახურებით. ზუსტად არ იცის, აივ-ინფექცია რა გზით შეეყარა, თუმცა ორ ვარიანტზე ეჭვობს:
”ან სექსუალური კონტაქტის შედეგად, ან კიდევ ინექციის შედეგად. იმიტომ რომ, მართალი რომ გითხრათ, არც ერთს ვიკლებდი და არც მეორეს. დიახ, დიახ, ნარკომანიას ვგულისხმობ, ანუ ნარკოტიკის მომხმარებელი გახლდით ერთ დროს და, ალბათ...მე უფრო მგონია, რომ ინფექციის გამო მაქვს”.
გიორგი იხსენებს, რომ მისთვის განსაკუთრებით რთული იყო დაავადების პირველი ეტაპი, როდესაც სათანადო ინფორმაციის არარსებობის პირობებში, საკუთარი თავის გარდა, პანიკურად დაიწყო ზრუნვა ოჯახის წევრებზეც და ლამის იზოლაციაში მოიქცია თავი:
”რო გავიგე პირველად, მე ეს დაავადება მჭირდა, რაღაც ისტერიკასავით დამემართა. სახლში დავიწყე, ჩემი პირსახოცი მომეცით, ჩემი მომეცით ყველაფერი აბსოლუტურად.მერე აღმოჩნდა, რომ საერთოდაც არ არის ესე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება არ არის ინფორმირებული და მზად არ არის ამისთვის ჯერ, ესე ვიტყოდი, ჩვენი საზოგადოება. ცოტა შიშით უყურებენ”.
აივ-შიდსის სტიგმას კი, რომელიც ინფექციის გადადების საფრთხეებს უკავშირდება და რომლის შესახებ განმარტებაც საზოგადოებას, როგორც ჩანს, მაინც არასაკმარისად მიეწოდება, პირველ რიგში, თავად დაინფიცირებულები ითვალისწინებენ. გიორგი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, საზოგადოებრივად აქტიურია, აქვს სამსახური, თუ საჭიროა მუშაობს ფიზიკურადაც, მაგრამ მისი დაავადების შესახებ მაინც ძალიან ვიწრო წრისთვისაა ცნობილი:
„ოჯახმა, უახლოესმა მეგობრებმა იციან, თანამშრომლებმა და მასობრივად ხალხმა ეს არ იცის, იმიტომ რომ არასწორად გაიგებენ და შეიძლება რაღაც უხერხულობები მოჰყვეს”.
თუმცა მას ძალიან სწორად გაუგო მისმა მომავალმა მეუღლემ, რომელიც მას შემდეგ გაიცნო, რაც დადასტურდა, რომ ინფექციის მატარებელი იყო:
”მე დავოჯახდი იმის მერე, რაც გავიგე, რომ დაავადებული ვარ და მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეუღლეს არანაირი დაავადება არ აქვს. არის სრულიად ჯანსაღი ადამიანი. მოგვეწონა ერთმანეთი. მე გავუმხილე, პირველ რიგში. ვუთხარი, რა მჭირდა, როგორ იყო - ეს მაინც აუცილებელია, არ უნდა დაუმალო ადამიანს, მით უმეტეს, ოჯახის შექმნას რომ აპირებ - და მიიღო ჩვეულებრივად, ვცხოვრობთ ერთად. შვილი ჯერ არ გვყავს, მაგრამ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ”.
გიორგი ამბობს, რომ მედიცინის თანამედროვე საშუალებები - მათ შორის, საქართველოში - იძლევა იმის გარანტიას, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადოს.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2012 წელს აივ-ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 11 პროცენტით აღემატება, რეგისტრირებულია აივ-ინფიცირების 3600 შემთხვევა, ექსპერტთა პროგნოზით კი, საქართველოში აივ-ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი 5000-სს აღწევს. აივ-შიდსი საქართველოში ძირითადად კონცენტრირებულია ისეთი მაღალი რისკის ჯგუფებში, როგორიცაა ინექციური ნარკომომხმარებლები, ემესემები (მამაკაცები, რომელთაც მამაკაცებთან აქვთ სექსი) და სექსმუშაკი ქალები. აივინფექციის გადაცემის ძირითად გზას ნარკოტიკების ინექციური მოხმარება წარმოადგენს, თუმცა იზრდება სქესობრივი კონტაქტების როლიც. საქართველო ითვლება მოწინავე ქვეყნად, რომელმაც უზრუნველყო შიდსით დაავადებულთათვის ანტივირუსული მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა. დღეისათვის ანტივირუსული მკურნალობა 1358 ადამიანს უტარდება, თუმცა აივ-დადებითი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები საჭიროებენ ასევე ფსიქომორალურ დახმარებას. ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მათ ასეთ სერვისს სთავაზობს, არის ” რალური ხალხი, რეალური ხედვა”. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა თვალიაშვილი ამბობს:
”სტიგმის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს - არსებობს საზოგადოების მხრიდან, არის ოჯახის მხრიდან და არის კიდევ თვითსტიგმა, ყველაზე რთული, რომელსაც ადამიანი ვერ ერევა, თუ არა ჩვენნაირი ორგანიზაციები, ვინც ადამიანს ელემენტარულად დააძლევინებს ამ ნერვიულობას, ზედმიწევნით აუხსნის ამ დაავადების არსს, გაარკვევს ამ ყველაფერში. პირველი ჩვენი დახმარება და პირველი ჩვენი რჩევა ის მომენტია, რომ ეს დიაგნოზი განაჩენი არ არის. დღესდღეობით აივ-შიდსით ადამიანი არ იღუპება”.
რა თქმა უნდა, თუ ის ადამიანი თავს უფრთხილდება და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, - დასძენს ლაშა თვალიაშვილი. აივ-შიდსის გაეროს ერთიანი პროგრამის საზოგადოების მობილიზაციის მრჩეველი ლია თავაძე კი აზუსტებს, რომ აივ-შიდსის პრევენციის პრობლემა ხშირად სწორედ საზოგადოებაშია. ერთ-ერთი, რაც, მისი აზრით, სტიგმას კვებავს, სწორედ საზოგადოების დამოკიდებულებაა:
”თუ ისეთ ჯგუფზე ვილაპარაკებთ, როგორიცაა ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, მათ კანონიც კი დევნის. აქ უკვე მეორე კომპონენტი შემოდის, რაც სტიგმას კვებავს. ანუ სტიგმას კვებავს როგორც საზოგადოების დამოკიდებულება, ნაკლები მიმღებლობა, არატოლერანტულობა, ასევე ცოდნის ნაკლებობა”.
ჩვენი სიუჟეტის გმირი გიორგი კი, როგორც უკვე ვთქვით, ითვალისწინებს საზოგადოებაში აივ-შიდსის შესახებ ცოდნის ნაკლებობას და თავისი პრობლემის შესახებ საჯარო საუბარს ერიდება. იგი ჩვენი ანონიმური რესპონდენტი იყო, რესპონდენტი, რომელიც შენიშნავს, რომ მკურნალობა შედეგიანია:
” შემიძლია გითხრათ, რომ ბევრ ადამიანზე უკეთესად ვგრძნობ თავს. ადამიანში ვგულისხმობ, რომელსაც დაავადება არ სჭირს. ხანდახან კიდეც ხუმრობს ხოლმე ჩემი ექიმი, რომ იმუნიტეტი მე უფრო დიდი მაქვს, ვიდრე იმას. თითქმის ორჯერ მეტი. უბრალოდ, არ უნდა დაგავიწყდეს ადამიანს რა გჭირს და დროულად მიიღო პრეპარატები, თორემ, სხვა მხრივ, არანაირად არ განსხვავდები”.

მე დავოჯახდი იმის მერე, რაც გავიგე, რომ დაავადებული ვარ და მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეუღლეს არანაირი დაავადება არ აქვს ...

თუ ისეთ ჯგუფზე ვილაპარაკებთ, როგორიცაა ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, მათ კანონიც კი დევნის. აქ უკვე მეორე კომპონენტი შემოდის, რაც სტიგმას კვებავს ...