Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შევარდნაძე და კორუფცია


შევარდნაძე და კორუფცია
please wait

No media source currently available

0:00 0:48:43 0:00

1970-იან წლებში, კორუფციასთან ბრძოლის მოტივით, ედუარდ შევარდნაძემ ბრძოლა გამოუცხადა ე.წ. „ცეხავიკებსა“ და „დელეცებს“. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, და განსაკუთრებით ამ თანამდებობის დაკავების შემდგომ პერიოდში, შევარდნაძე დაუპირისპირდა საქმოსნებს, რომელთაც ბრალი დასდო სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და მექრთამეობაში. ამ პერიოდის გახმაურებულ საქმეთა შორის იყო სამედიცინო უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორის, პეტრე გელბახიანის და მეწარმე ოთარ ლაზიშვილის საქმეები. კორუფცია კვლავაც მნიშვნელოვანი თემა გახდა მოგვიანებით, უკვე შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, როდესაც საქართველოს პირველ პირს თავად ადანაშაულებდნენ კორუმპირებული სახელმწიფო მმართველობის შექმნაში. „შევარდნაძე და კორუფცია“ - ამ თემაზე „ანარეკლების“ მორიგ გამოშვებაში ისაუბრებს გიორგი გვახარიას სტუმარი, პოლიტიკოსი დავით უსუფაშვილი; ოთარ ლაზიშვილის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს კი გაიხსენებს ლაზიშვილის შვილიშვილი, თათა ხუნდაძე.

XS
SM
MD
LG