26 და 27 მარტს თბილისში იმართება სავიზო ლიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები. განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო მონაკვეთი მორთულია საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით; საზეიმო ღონისძიების სტუმრებს შეუძლიათ ნახონ ჯამბაზების, პანტომიმის თეატრის მსახიობებისა და თოჯინების თეატრის წარმოდგენები, მოუსმინონ მუსიკას. 27 მარტს, 21:00 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება გალაკონცერტი და სპეციალური ინსტალაცია.