Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუბრები ჩერნოგორიაში


პოდგორიცa
პოდგორიცa

დღევანდელი გადაცემა ჩერნოგორიაში მომზადდა, სადაც 22-დან 26 სექტემბრამდე გაიმართა გამსვლელი სემინარი თემაზე - "სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება“.

დაბრკოლების ზოლი
please wait

No media source currently available

0:00 1:00:00 0:00
გადმოწერა

ასეთი სემინარები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას, ინტერაქტიულ მოხსენებებსა და დისკუსიას გულისხმობს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეგულარულად ტარდება აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და სამი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის - მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით. ამჟამად სემინარს უმასპინძლა ჩერნოგორიამ, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სახელმწიფომ, რომელიც 2006 წლის რეფერენდუმის საფუძველზე გამოეყო სერბიისა და ჩერნოგორიის კონფედერაციულ, სახელმწიფოებრივ კავშირს და სულ რაღაც 4 წელიწადში ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიიღო. სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელთა შეხვედრა ჩერნოგორიაში ორგანიზებული იყო „კავკასიური სახლის“, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტის მიერ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG