რუსუდან მჭედლიშვილი აფგან მუხთარლის განაჩენზე
15 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რუსუდან მჭედლიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლისა" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა აზერბაიჯანეილ ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე. გასული კვირის ბოლოს აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აზერბაიჯანის პროკურატურა აფგან მუხთარლის ბრალად სდებდა: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, საზღვარზე ფულის უკანონოდ გადატანისა და მესაზღრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. რუსუდან მჭედლიშვილი "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენლის სტატუსით აკვირდებოდა აზერბაიჯანის სასამართლოში აფგან მუხთარლის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს.