Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაერის ხარისხი საქართველოში და მისი მონიტორინგის არსებული სისტემები


3 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი. 2016 წლის ივლისის მიწურულს საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2012 წლის მონაცემებზე დაყრდობით ადგენდა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ კვლევის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვით და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა, მაგალითად, ჩინეთი და ინდოეთი. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს საზოგადოების და გარემოს დამცველი ორგანიზაციების შეშფოთება და აქციებიც მოჰყვა.  რა კრიტერიუმებს ეყრდნობა გამოქვეყნებული კვლევა, რა ფაქტორები მოქმედებს ჰაერის ხარისხზე, როგორი მონიტორინგის სისტემა გვაქვს ქვეყანაში ჰაერის მდგომარეობის შესასწავლად და რამდენად სრულყოფილ ინფორმაციას გვაძლევს არსებული სისტემა - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

XS
SM
MD
LG