ქართული მხარის პროტესტისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს მავთულხლართების გავლებას საოკუპაციო სასაზღვრო ხაზზე ცხინვალის რეგიონში, სოფელ დიცისა და სოფელ დვანის ტერიტორიაზე. იყო თუ არა მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან ასეთი ქმედებები და რა გამოსავალს ხედავს ქართული მხარე?
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალამ ცხინვალის რეგიონში, 22-25 კილომეტრიან ზოლში, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სხვადასხვა სიდიდის (რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულამდე მეტრის) მონაკვეთები მიიტაცა და, ბოლო დღეებში განვითარებული ამ მოვლენების შედეგად, 40 ოჯახი დაზარალდა. ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 30 მაისს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ რუსეთს 28 მაისს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა, მინისტრი მაინც მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეგიონში გამოვლენილი პროცესების შეჩერება მხოლოდ დიპლომატიური ბერკეტების ამოქმედებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას შეუძლია:
”ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორუმს იმისათვის, რომ მოვუწოდოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს მოუწოდონ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები. ეს იყო გუშინ სტრასბურგში, იყო ბრიუსელში, ჩვენ თბილისში ვაკეთებთ ამას. ჩვენი საელჩოები მუშაობენ აქტიურად”.
საგარეო უწყების ქმედებები მაინც გაუგებრად რჩება ”ნაციონალური მოძრაობისთვის”. როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი შოთა მალაშხია აღნიშნავს, მიუღებელია ხელისუფლების პასიურობა შექმნილ საგანგაშო სიტუაციაში:
”უომრად რუსეთი ტერიტორიებს იფართოებს, ანექსიისა და ოკუპაციის მეშვეობით. ამიტომ არის საჭირო სრული მობილიზება და არა ასეთ პასიურ მდგომარეობაში ყოფნა, როგორშიც დღევანდელი ხელისუფლება იმყოფება. პრემიერ-მინისტრი მიმალვაშია - განცხადებებს არ აკეთებს, საგარე საქმეთა სამინისტრო, ვერ გავიგეთ, რას აკეთებს”.
პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც შოთა მალაშხია ”მიმალვაში” მყოფს უწოდებს, რამდენიმე განმარტება გააკეთა ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ პრობლემის გასაღები მოთმინებასა და დიპლომატიურ მიდგომებში დევს და ჯერ ისიც გასარკვევია, თუ რა დონეზე მიიღო რუსეთმა ამგვარი გადაწყვეტილება. მართალია, როგორც ის ამბობს, ”მძიმე დასკვნების” გაკეთებისგან თავს იკავებს, მაგრამ მიმდინარე მოვლენებს პრემიერ-მინისტრმა ”არასასიამოვნო”, ”გაუგებარი” და ”ძალიან სამწუხარო” უწოდა გაზეთ ”პრაიმ ტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში და გარკვევით თქვა, რომ რუსეთისგან ის ამას არ მოელოდა:
”მე სხვა დამოკიდებულება მეგონა, რომ განვითარდებოდა ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის. ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალურად, არ ვაკლებდით მცდელობას, რომ დაგვეწყო სიტუაციის დალაგება. ჩემთვის, მართალი გითხრათ, ძალიან მოულოდნელია და კიდევ მაინტერესებს გავარკვიოთ, საიდან მოდის ეს... მოდის უმაღლესი ხელისუფლებიდან თუ, არ გამოვრიცხავ, ეს ან მინისტრის, ან უფრო დაბალ დონეზე, შეიძლება გენერლის დონეზეც, წყდებოდეს ეს”.
თუკი პრემიერ-მინისტრი ასეთ მიდგომას ლოგიკურად მიიჩნევს, თუ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსეთის მხრიდან ასევე ”უფრო მეტ დადებით ნაბიჯს” მოელოდა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, მშვიდობის არმდომმა რუსეთმა არსებულ სიტუაციაში ერთადერთი ”გამოსავლით” ისარგებლა:
”ეს აშკარად მკაფიო რეაქციაა იმ სამშვიდობო, იმ მშვიდ პოლიტიკაზე, რასაც საქართველოს ახალი მთავრობა ახორციელებს და სხვა გამოსავალი არა აქვთ, გარდა იმისა, რომ გამოგვიწვიონ პროვოკაციაში”.
ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი უთქვამს მოსკოვს. მისი პოზიციის გამოსავლენად და შექმნილ სიტუაციაში მეტი სიცხადის შესატანად საგარეო საქმეთა სამინისტრო მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ივნისში დაგეგმილ 2 შეხვედრას. ესენია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომლის მორიგი რაუნდიც 26-27 ივნისს გაიმართება, და საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელსაც 5 ივნისს პრაღა უმასპინძლებს. თუმცა, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ოკუპაციის პრობლემა შესაძლოა განხილულ იქნეს წმინდა ადამიანურ დონეზე, რადგანაც ფორუმს მსგავს საკითხებზე მსჯელობისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები წარმოადგენს.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალამ ცხინვალის რეგიონში, 22-25 კილომეტრიან ზოლში, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სხვადასხვა სიდიდის (რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულამდე მეტრის) მონაკვეთები მიიტაცა და, ბოლო დღეებში განვითარებული ამ მოვლენების შედეგად, 40 ოჯახი დაზარალდა. ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 30 მაისს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ რუსეთს 28 მაისს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა, მინისტრი მაინც მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეგიონში გამოვლენილი პროცესების შეჩერება მხოლოდ დიპლომატიური ბერკეტების ამოქმედებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას შეუძლია:
”ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორუმს იმისათვის, რომ მოვუწოდოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს მოუწოდონ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები. ეს იყო გუშინ სტრასბურგში, იყო ბრიუსელში, ჩვენ თბილისში ვაკეთებთ ამას. ჩვენი საელჩოები მუშაობენ აქტიურად”.
საგარეო უწყების ქმედებები მაინც გაუგებრად რჩება ”ნაციონალური მოძრაობისთვის”. როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი შოთა მალაშხია აღნიშნავს, მიუღებელია ხელისუფლების პასიურობა შექმნილ საგანგაშო სიტუაციაში:
მე სხვა დამოკიდებულება მეგონა, რომ განვითარდებოდა ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის. ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალურად, არ ვაკლებდით მცდელობას, რომ დაგვეწყო სიტუაციის დალაგება. ჩემთვის, მართალი გითხრათ, ძალიან მოულოდნელია და კიდევ მაინტერესებს გავარკვიოთ, საიდან მოდის ეს...ბიძინა ივანიშვილი