როდის გაიხსნება წყნეთი-ბეთანიის გზა და რამდენად უსაფრთხო იქნება ის?
2015 წლის 13 ივნისის კატასტროფის შედეგად დანგრეული წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენას ელოდება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა მოკლე გზის გრძელი გზით ჩანაცვლებამ. პრობლემებს უჩივიან სტიქიის მიერ შექმნილი ბარიერის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები, მათ შორის - მცირე მეწარმეები და დამსვენებლები, რომელთა სამგზავრო დრო 30-40 წუთით გაიზარდა. როდის დასრულდება ნანატრი გზის აღდგენა? მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, 12-წლიანი გამოცდილების მქონე „კავკასუს როუდ პროჯექტს“, კონტრაქტით გათვალისწინებული 13-თვიანი ვადა 2018 წლის ივნისში ეწურება, თუმცა არსებობს იმედი, რომ წყნეთი-ბეთანიის გზა ექსპლუატაციაში 2017 წლის ბოლოსთვის შევა. ასევე იდება პირობა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აღდგენილი მონაკვეთი აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება. სიუჟეტის ავტორები: ლელა კუნჭულია, ილია სამურგანიდი, ნუგზარ ფანქველაშვილი.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან