ორსონ უელსი – 100
„წითელი ზონის“ მორიგი გამოშვება ეძღვნება დიდი ამერიკელი რეჟისორის, ორსონ უელსის დაბადების მეასე წლისთავს. უელსი ავტორია კინოფილმისა, რომელიც დიდი ხანია, კრიტიკოსთა ლამის ყველა გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფილმადაა მიჩნეული. „მოქალაქე კეინი“ არა მარტო რევოლუციაა კინოს ენაში, არამედ სოციალური კინორომანიც, რომელშიც ავტორი მართლაც რომ შექსპირისეულ სიღრმეებს აღწევს. იქნებ ამიტომაცაა ეს ფილმი ყოველთვის აქტუალური. მათ შორის, დღევანდელი საქართველოსთვისაც. ორსონ უელსსა და მის შემოქმედებაზე გიორგი გვახარია ესაუბრება კინორეჟისორსა და კინომცოდნეს თამარ დულარიძეს.
ეპიზოდები
-
ივლისი 15, 2017
ზღაპარი, რომელიც ხალხს აერთიანებს
-
ივლისი 07, 2017
„საყდრისის დამცველები“
-
ივნისი 29, 2017
ბოშები საქართველოში
-
ივნისი 24, 2017
რუსეთის საპატრიარქო, როგორც ”რბილი ძალა”
-
ივნისი 16, 2017
საბჭოთა აღზრდა დღევანდელ სკოლაში
-
ივნისი 10, 2017
პოეტი და ცენზურა