ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დაკავების უფლება არ მისცა, რის შემდეგაც მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად ქალაქის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც გამგეობამ გარევაჭრობის უფლება 1 იანვრამდე მისცა. მოვაჭრეების თქმით, დილით დაპირისპირება ჰქონდათ შიდამოვაჭრეებთანაც.
„ყველა იქ იყო - გამგეობა, პოლიცია - და შეგვყარეს შიგნით. არც მაგიდები მოგვცეს და არც არაფერი. შიდამოვაჭრემ მითხრა, ჩვენს ადგილებზე როგორ შემოგიშვეს, ბენზინს დაგასხამ ახლა და დაგწვავთო“.
„რა ვქნათ, რა მოვახერხოთ, ჩვენს შვილებს არ უნდათ საჭმელი?“ – გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.
გარემოვაჭრეებს საპატრულო პოლიციასთან ერთად მთავარი მაგისტრალის გათავისუფლებისა და კანონმორჩილებისკენ მოუწოდებდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები, თუმცა აქცია მხოლოდ მას შემდეგ დაიშალა, რაც ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენელმა, კახა მიქაიამ, მოვაჭრეებს გამგეობის გადაწყვეტილება შეატყობინა.
„ეს ადამიანები ივაჭრებენ იქ, სადაც იყვნენ. გამგეობამ და ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველ იანვრამდე ამათ მოუწყობენ სავაჭრო ადგილებს და, რაც მთავარია, არ მოხდება გარე და შიდამოვაჭრეებს შორის დაპირისპირება“, – კახა მიქაიას ამ სიტყვებს შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ გარემოვაჭრეები.
„ამომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენლის განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აღადგინეს.
ცნობისთვის: ორი დღის წინ პოლიციამ გარემოვაჭრეებს გამაფრთხილებელი ფურცლები დაურიგა, სადაც ეწერა, რომ გარევაჭრობა კანონით არის აკრძალული და, შესაბამისად, მათ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის დაცლა მოსთხოვეს, თუმცა მოვაჭრეები გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ.
გასულ კვირას საპროტესტო აქცია შიდამოვაჭრეებმაც მოაწყვეს. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვდნენ. მათი თქმით, გარევაჭრობის გამო ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მომხმარებელი არ შედის. შიდამოვაჭრეები 11 დეკემბერს მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც პოლიციისგან დაპირება მიიღეს, რომ ხუთი დღის ვადაში გარევაჭრობას აკრძალავდნენ.