14 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში გაიმართა საპროტესტო აქცია რუსეთის მიერ საქართველოს „მცოცავი ოკუპაციის“ წინააღმდეგ. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უფრო ქმედით ზომებს მიმართოს მოსკოვის აგრესიის შესაჩერებლად, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართეს თხოვნით, აქტიურად ჩაერიოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებში.