Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნორმალურობით უნარშეზღუდული"

რას ნიშნავს ნორმალურობა? რის მიხედვით მოხდა ადამიანების, მათი ქცევის, აგებულებისა თუ სხეულის დაყოფა ორ ვიწრო კატეგორიად – ნორმალურად და არანორმალურად, ჯამრთელად და პათოლოგიურად, ბუნებრივად და არაბუნებრივად, უნარიანად და უნარშეზღუდულად? ერთი შეხედვით, ეს უწყინარი და აუცილებელი დაყოფაც კი არის. რატომ ქმნის პრობლემებს ადამიანების “დახარისხება” და რა პრობლემებია ეს? მსგავს კითხვებს აღძრავს და მათზე პასუხებს ეძებს პრაღაში, გელერეა “DOX”-ში გამართული გამოფენა “ნორმალურობით უნარშეზღუდული.” გამოფენის ფარგლებში, "DOX"-თან თანამშრომლობით, სამოქალაქო ასოციაცია "Asistence"-მ ქუჩაში ჩაატარა მსვლელობა "პრაღა ბარიერების გარეშე", რომელზეც გააპროტესტეს პრაღის ერთ-ერთ უბანში ტრამვაის ხაზების მშენებლობა, რომლის გეგმაშიც უნარშეზღუდული ადამიანები გათვალისწინებული არ არიან. მსვლელობისას აქტივისტებმა სიმღერებად შეასრულეს ტრამვაის ბარიერებთან დაკავშირებული წერილები, რომლებიც მერიას გაუგზავნეს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG