პეკინის ქუჩა გადაიკეტება
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, იწყება პეკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რის გამოც შეიცვლება ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი და მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდება. სამუშაოები მერიის გეგმით, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე სრულიად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, გზის საფარი და საფეხმავლო გზები.