ნიდერლანდს ახალი მონარქი ჰყავს - ბოლო 120 წლის შემდეგ, ისევ მამაკაცი: მეფე ვილემ-ალექსანდერი. მის სასარგებლოდ, ტახტზე უარი თქვა დედოფალმა ბეატრიქსმა, რომელიც 1980 წლიდან იდგა მონარქიის სათავეში.
ნიდერლანდის დედოფალმა ბეატრიქსმა სამშაბათს ამსტერდამში ხელი მოაწერა გადადგომის აქტს, რის შემდეგაც თანამემამულეებს წარუდგინა ახალი მონარქი - თავისი უფროსი ვაჟიშვილი ვილემ-ალექსანდერი.
„რამდენიმე წამის წინ ტახტიდან გადავდექი. ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ შემიძლია წარმოგიდგინოთ თქვენი ახალი მეფე - მეფე ვილემ-ალექსანდერი“, - გამოაცხადა გადამდგარმა დედოფალმა.
ვილემ-ალექსანდერი 46 წლისაა - ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა მონარქი, რომელსაც გვერდში უდგას არგენტინელი მეუღლე, მაქსიმა. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს. ინტრონიზაციის ცერემონიასთან დაკავშირებით ამსტერდამში მილიონამდე ადამიანს მოელოდნენ. ბევრს აცვია ნიდერლანდის სამეფო ოჯახის ტრადიციული ნარინჯისფერი ტანისამოსი. უსაფრთხოებაზე ზრუნავს 10 000-ზე მეტი პოლიციელი.
ახალმა მონარქმა მადლობა გადაუხადა დედას ხანგრძლივი და წარმატებული მმართველობისათვის:
„ ძვირფასო დედა, დღეს ტახტიდან გადადექი შთამბეჭდავი და შთამაგონებელი 33 წლის შემდეგ, რისთვისაც ძალიან, ძალიან მადლიერი ვართ“.
მოგვიანებით ვილემ-ალექსანდერმა ერთგულების ფიცი დადო კანონმდებლების წინაშე. ცერემონია გაიმართა სამეფო სასახლის მახლობლად მდებარე ტაძარში - ნივე კერკში. ნიდერლანდის მონარქს გვირგვინს არ ადგამენ. იმის გამო, რომ არ არსებობს სახელმწიფო ეკლესია, არ არის არც სასულიერო პირი, რომელიც ასეთ რიტუალს შეასრულებდა.
ვილემ-ალექსანდერის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით, ნიდერლანდს ესტუმრნენ სხვა მონარქიების წარმომადგენლებიც, მათ შორის, ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი და იაპონიის ტახტის მემკვიდრე ნარუჰიტო.
33-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბეატრიქსი ორშაბათს გამოეთხოვა თანამემამულეებს საგანგებო სატელევიზიო მიმართვით:
„ჩემი გადადგომის წინა დღეს მსურს ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მოგმართოთ ყველას! დედოფლის მოვალეობებთან გამოთხოვებისას, პირველ რიგში, მადლიერების გრძნობით ვარ აღვსილი. თქვენი კეთილგანწყობის გარეშე, რომლის გამოხატვითაც დიდ სიხარულს მანიჭებდით და მამხნევებდით, მონარქის ტვირთი (ტვირთი კი ნამდვილად იგრძნობოდა) მართლაც ძალიან მძიმე იქნებოდა. მსურს გამოთხოვებისას გითხრათ, რომ თქვენი კეთილგანწყობა მაძლევდა ჩემთვის საჭირო ძალას! მომავალშიც თქვენთან სიახლოვე დიდ დახმარებას გამიწევს“.
ასეთი იყო დედოფალ ბეატრიქსის გამოსათხოვარი სიტყვა. ამიერიდან ის პრინცესა ბეატრიქსია.
ნიდერლანდში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრდა მონარქის გადადგომის ტრადიცია. 1948 წელს გადადგა დედოფალი ვილჰელმინა და ტახტი დაუთმო ქალიშვილს, იულიანას, რომელმაც, თავის მხრივ, 1980 წელს გაუთავისუფლა გზა თავის ქალიშვილს - ბეატრიქსს. ამ უკანასკნელის გადადგომით, ნიდერლანდის სამეფო ოჯახში უკვე მესამე თაობა აგრძელებს ტრადიციას.
ნიდერლანდის დედოფალმა ბეატრიქსმა სამშაბათს ამსტერდამში ხელი მოაწერა გადადგომის აქტს, რის შემდეგაც თანამემამულეებს წარუდგინა ახალი მონარქი - თავისი უფროსი ვაჟიშვილი ვილემ-ალექსანდერი.
„რამდენიმე წამის წინ ტახტიდან გადავდექი. ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ შემიძლია წარმოგიდგინოთ თქვენი ახალი მეფე - მეფე ვილემ-ალექსანდერი“, - გამოაცხადა გადამდგარმა დედოფალმა.
ვილემ-ალექსანდერი 46 წლისაა - ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა მონარქი, რომელსაც გვერდში უდგას არგენტინელი მეუღლე, მაქსიმა. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს. ინტრონიზაციის ცერემონიასთან დაკავშირებით ამსტერდამში მილიონამდე ადამიანს მოელოდნენ. ბევრს აცვია ნიდერლანდის სამეფო ოჯახის ტრადიციული ნარინჯისფერი ტანისამოსი. უსაფრთხოებაზე ზრუნავს 10 000-ზე მეტი პოლიციელი.
ახალმა მონარქმა მადლობა გადაუხადა დედას ხანგრძლივი და წარმატებული მმართველობისათვის:
„ ძვირფასო დედა, დღეს ტახტიდან გადადექი შთამბეჭდავი და შთამაგონებელი 33 წლის შემდეგ, რისთვისაც ძალიან, ძალიან მადლიერი ვართ“.
დედოფლის მოვალეობებთან გამოთხოვებისას, პირველ რიგში, მადლიერების გრძნობით ვარ აღვსილი. თქვენი კეთილგანწყობის გარეშე, რომლის გამოხატვითაც დიდ სიხარულს მანიჭებდით და მამხნევებდით...დედოფალი ბეატრიქსი