სოფლის ფოტოკლუბები ღორჯომისა და პანკისის ხეობებში
1 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი, რომლის ინიციატივითაც ხორციელდება სოფლის ფოტოკლუბების პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროექტმა უკვე მოიცვა ჯავახეთი და პანკისი, თებერვლიდან კი ზემო აჭარასა და პანკისის ხეობაში დაიწყება. ფოტოკლუბი მოიცავს ექვსი თვის განმავლობაში ხეობის სოფლებში მცხოვრებთათვის ფოტოგრაფიის შესწავლას, ერთობლივ მუშაობას და საბოლოოდ ფოტოგამოფენის მოწყობას. მასში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მონაწილეობა უფასოა.