ვინმეზე რომ იტყვიან ხოლმე, კაცი ლეგენდა იყოო, დღეს სწორედ ამგვარ მუსიკოსს გავიხსენებთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ მითს თავადაც თხზავდა, ბავშვობაზე თუ რამეს ჰკითხავდი. განსაკუთრებით უყვარდა პატარაობის ერთი უცნაური ჩვევის გახსენება: ველოსიპედით დაედევნებოდა ხოლმე რომელიმე ავტობუსს და საკუთარი ხმით ცდილობდა ძრავის თუხ-თუხი გადაეფარა - ისეთი ძლიერი ხმა მქონდა, ვახერხებდიო. ხუთ ოქტავაში თავისუფლად ვსეირნობდი და დაბალ რეგისტრებში ბარიტონ-საქსოფონის ჟღერადობასაც ვქაჩავდიო.
ტიმ ბაკლის ინტერვიუებში ხშირად გადააწყდები ამგვარ თავისმაქებარ მოგონებებს, რომლებიც იმდენად სახელოვან გამოცემებში იბეჭდებოდა, რომ მუსიკოსის სიტყვების უტყუარობაში ეჭვი არც არავის შეჰქონდა. თანაც, ლეგენდა ხომ ყურს ყოველთვის სიამოვნებს და დამაჯერებლობას იძენს, მით უმეტეს, როცა საქმე საყვარელ მუსიკოსს ეხება. უჩვეულოდ ფართო დიაპაზონი კი მართლაც ჰქონდა. ხუთს არა, მაგრამ სამ ოქტავაში ჭინთვების გარეშე ნამდვილად დანავარდობდა. ხოლო ხმა ცალკე თემაა - სადებიუტო ალბომის ყდაზეა უნაკლოდ დახასიათებული: “...ნამდვილი აღმოჩენა, უნიკალური, ძლიერი, ამავე დროს ფაქიზი და სახასიათო ხმა - ეს 19 წლის ტიმ ბაკლია..."
დიახ, თავისი ვოკალური მონაცემების წყალობით აღმოაჩინეს. ფრენკ ზაპას დრამერმა ჯიმ ბლეკმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში იპოვა, ცნობილ პროდიუსერს ჰერბი კეონს დაურეკა და ყველაფერი ჩაუკაკლა: პატარა ხუჭუჭა ბიჭს გადავეყარე, მორიდებული, კაფანდარა ტიპია, მაგრამ მომაჯადოებელი ხმა აქვსო. ჰოდა, ბუზებივით დაეხვივნენ მენეჯერები, სახელსა და დიდებას დაჰპირდნენ. ჯიბეგამოფხეკილი ყმაწვილი ნიუ-იორკში წაიყვანეს, ჩააცვეს, დაახურეს და გამოცდილების შესაძენად ფოლკ-მომღერალთა ბოჰემაში - გრინვიჩ-ვილეჯში უკრეს თავი. თავქარიანი, მაგრამ ნიჭიერი ახალგაზრდა არტისტების ამბავი ხომ კარგად მოგეხსენებათ? ტიმ ბაკლისაც სიმღერის გარდა არაფერი აინტერესებდა და მუსიკის გამო ორსული ცოლიც კი მიატოვა. უფრო სწორად, შეშინდა და უკანმოუხედავად გაექცა მამის პასუხისმგებლობას. რომ ვთქვა, თავისი საქციელის გამო ღამეებს თეთრად ათენებდა და იტანჯებოდა-მეთქი, არ ვიქნები მართალი. თუმცა, სინანული თუ ოდესმე გამოუხატავს, ისევ და ისევ სიმღერით.
I Never Asked To Be Your Mountain - ერქვა იმ სიმღერას, მიტოვებულ ცოლს რომ მიუძღვნა და პირველად მაშინ შეასრულა, როცა ბიჭის - ჯეფ ბაკლის - დაბადების შესახებ შეიტყო. ნიუ-იორკში, ვაშინგტონის მოედანზე მდებარე ფოლკ-კლუბ „გოუ, გოუ“-ში მომხდარა ეგ ამბავი. მღეროდა და გიჟურ ვოკალურ იმპროვიზაციებში კლავდა თითქოს სინდისის ქენჯნას, ხოლო გულში თუ რა ავდარიც უტრიალებდა, მსმენელს წარმოდგენაც არ ჰქონდა. მათ შორის არც პოლ საიმონს და არც ბრაიან ეპსტაინს, ჰარისონის რჩევით რომ ჩამოსულიყო ახალგაზრდა მუსიკოსის მოსასმენად. როგორც ამბობენ, მხოლოდ ოდეტას უტირია ცხარე ცრემლით. მოგვიანებით ამ სიმღერას ჯეფ ბაკლიც ასრულებდა ხოლმე - მამის მიერ უარყოფილი შვილი…და თუ რას გრძნობდა ამ დროს, არ არის რთული გამოსაცნობი.
ტიმ ბაკლის პირველი სტუდიური ალბომი დიდი ვერაფერი გამოდგა. მასში თუ რამე ღირებული იყო, კვლავ მისი ულამაზესი ხმის ტემბრი და ვოკალური მონაცემები გახლდათ. წარმატება შემდგომმა ნამუშევრებმა მოუტანა, როგორებიცაა, მაგალითად: Goodbye And Hello, Happy Sad და Starsailor. თუმცა ამ წარმატებას არად დაგიდევდათ. მსმენელის გულის მოგება თუ კონფორმიზმი არ მოსდგამდა, ამიტომ ბაზარზე მარტივად გასაყიდი პროდუქტის შექმნა არც უფიქრია. კაცმა რომ თქვას, სამოციანი წლების ფოლკ-სცენის „მხეცების“ - ბობ დილანის, ჯოან ბაესისა თუ პიტ სიგერის ჩრდილში ყოფნაც დიდად არ ეპიტნავებოდა. მუსიკის სენით პათოლოგიურად იყო შეპყრობილი და მუდმივ ექსპერიმენტებს ატარებდა. დროთა განმავლობაში მისი სიმღერები უფრო და უფრო სპონტანური გახდა, წინასწარ არავინ უწყოდა, თუ რა ჯადოს გამოაგდებდა. ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ ტექსტებზე საერთოდ თქვა უარი და მხოლოდ უსიტყვო, ვოკალური იმპროვიზაციებით გადიოდა ფონს. ხმა კი იცოცხლე ისეთი ჰქონდა, მშვენივრად უწევდა ხოლმე საქსოფონისა თუ საყვირის მაგივრობას. სცენაზე ვოკალური მონაცემების დემონსტრაციას მოჰყვებოდა ხოლმე და ნახევარსაათიანი იმპროვიზაციები ზოგჯერ მსმენელის ეგზეკუციას ემსგავსებოდა. მოკლედ, ამ ფაქიზი სულის პოეტის ეპატაჟური მუსიკა ზოგს მოსწონდა, უმეტესობა კი ჭკუიდან შეშლილი მუსიკოსის კაკაფონიად მოიხსენიებდა. სიტყვამ მოიტანა და როცა ტიმ ბაკლის ალბომებში ვიქექებოდი, რომელიღაც ამერიკელი კრიტიკოსის შეფასებას გადავაწყდი: გზასაცდენილი ვუნდერკინდის გულის ამაჩუყებელი, ამაო მცდელობებია სახელის მოსახვეჭადო. ნათქვამის საილუსტრაციოდ კი სიმღერა Gypsy Woman ჰქონდა მოყვანილი. მის კომპეტენტურობასა თუ გემოვნებაში ეჭვის შეტანა არც მიფიქრია, მაგრამ ამ ველურ-ვნებიან ბალადაზე აუგის თქმა როგორ იკადრა, იქნებ ამიხსნათ ვინმემ?
ტიმ ბაკლის ამბის თხრობა მისი ბავშვობის პერიოდით დავიწყე და დასასრულს ისევ ამ წლებს დავუბრუნდები. დედამისი ქალბატონი ელეინი, როგორც ყველა მშობელი, ბიჭის მომავალზე წუხდა და ზრუნავდა. ცხოვრებაში რომ არ დაჩაგრულიყო, სურდა რამე შემოსავლიან ხელობას დაუფლებოდა. ჰოდა, როცა პატარას მუსიკოსობის ამბიცია შეამჩნია, ლამის მიწა გაუსკდა ფეხქვეშ. მის გადარწმუნებას კი მეტად უცნაურად - დათრგუნვითა და შეშინებით ცდილობდა, დღენიადაგ შთააგონებდა: შემოქმედი ხალხი - პოეტები და მუსიკოსები - უბედური ხალხია, ტანჯვისთვის არიან გაჩენილები და მათი ხვედრი ნაადრევი სიკვდილიაო. ისე აგიხდეთ ყველაფერი. 1975 წელს, დალასში გამართული კონცერტიდან სანტა-მონიკაში რომ ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გვარიანად შეზარხოშდა, სახლში მისვლამდე ძმაკაცებთან შეიარა და ჰეროინითაც გამოთვრა. დატვირთვას გულმა ვეღარ გაუძლო, შინ მისულს ჩაეძინა და... სულ ოცდარვა წლის იყო.