უხსოვარ დროს ინდოეთში ერთი რაჯა ცხოვრობდა, რომელმაც განგის ნაპირებზე ქალაქის აგება განიზრახა. თუმცა არქიტექტორის საქმეში ნაკლებად ერკვეოდა და ამიტომ ჭკუის მოსაკითხად გურუს ეახლა. ბრძენკაცის აზრით, ამ ხელობის დაუფლებას ლაღი, ლამაზი სულის მქონე ხალხიღა თუ ახერხებდა, სულის განსაწმენდად კი რამდენიმე საფეხურის გავლა იყო აუცილებელი: მისგან ჯერ კარგი მხატვარი უნდა დამდგარიყო, კარგად რომ დაეხატა, ცეკვა უნდა შესძლებოდა, ხოლო ცეკვის ხელოვნების ასათვისებლად მუსიკაშიც უნდა გარკვეულიყო. ამ ეტაპებს თუ გაივლი, ბოლოს, როგორი სულიც გექნება, ისეთ ქალაქსაც ააშენებო - შეგირდს ტაბლა გადმოუღო და ინდური რაგას სწავლებას შეუდგა.
რაჯამ ივარგა თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გურუს რჩევამ ინდურ კლასიკურ მუსიკასთან - რაგასთან - მიგვიყვანა. აქვე მოვიმარჯვოთ ტაბლაც - დასარტყამ ინსტრუმენტთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დახვეწილი წევრი, და, რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი გმირიც ვახსენოთ - პერკუსიონისტი ტრილოკ გურტუ.
ტრილოკ გურტუ მუსიკას საკუთარმა ნათლიამ, უსტად ქარიმ ხან საჰებმა აზიარა. მისი საყვარელი შეგირდი გახლდათ - მეტწილად, სულის, გონების, ნებისყოფისა თუ ნიჭის გამო გამოარჩევდა და ამის გამო განსაკუთრებული სიმკაცრითაც ექცეოდა - რამეს ხეირიანად თუ ვერ დაუკრავდა, თითებზე ჯოხს მოსცხებდა ხოლმე. ჰოდა, იმდენი მოხვდა, სანამ 13 წლის ასაკში გამოცდილი მუსიკოსების მარაქაში არ გაერია. ეს ამბავი კი ასე ყოფილა: გურტუს დედა, ქალბატონი შობჰა, ინდური ტრადიციული სკოლის ვოკალისტი გახლდათ. ერთხელ მუმბაიში კონცერტის წინ უთხრეს, ჩვენი პერკუსიონისტი ავად გახდა, ვიღუპებითო. ამ დროს კი შვილს უმარჯვია და ყოველგვარი რეპეტიციებისა თუ წინასწარი მომზადების გარეშე, ისეთი იმპროვიზაციები შეუსრულებია, გაბრუებული მსმენელი ხანგრძლივ ნირვანაში გადაუსახლებია.
გურტუ 22 წლის რომ შეიქნა, პატარა ბენდი შეკრა, ბარგი-ბარხანა ჩაალაგა და ევროპაში გაემგზავრა. რაღაც პერიოდი ინდურ კლასიკურ რაგას ასრულებდა, შემდეგ კი ბერკლის სამუსიკო კოლეჯში ჩასაბარებლად შტატებს მიაშურა. თან ამერიკელი საქსოფონისტის, ჩარლი მარიანოს სარეკომენდაციო წერილიც წაიღო: მაგარი ვინმეა, არ დამიჩაგროთო. თუმცა არ მიიღეს. საქსოფონისტი, ალბათ, აგული ერისთავივით ომში დაღუპული ეგონათ. კი უდეპეშა, ცოცხალი ვარო, მაგრამ ამ საქმისგან მაინც არაფერი გამოვიდა. (სხვათა შორის, დღესდღეობით ბერკლის კოლეჯი გურტუს თხოვნას თხოვნაზე უგზავნის, ლექციების წაკითხვას სთავაზობს, მაგრამ წყენა დღემდე ახსოვს და სათოფეზეც არ ეკარება).
გაწბილებული მუსიკოსი ისევ ევროპაში დაბრუნდა. ჯაზური განათლების გარეშე დარჩენილს მხოლოდ ნათლიისგან მიღებული ცოდნა ებადა, მაგრამ მას ისე ლაზათიანად იყენებდა, ბევრმა მუსიკოსმა დაიყენა გვერდში. სხვადასხვა დროს დონ ჩერისთან, იან გარბარეკთან, ზაკირ ჰუსეინთან, ჯონ აბერკრომბისთან, არჩი შეპთან და კიდევ ვისთან ერთად არ გამოდიოდა, მაგრამ ყველაზე გამორჩეული „მაჰავიშნუდ“ წოდებულ ჯონ მაკლაფლინთან თანამშრომლობა გახლდათ. ოთხმოციანების ბოლოს რომელიღაც ჯაზ-ფესტივალზე გადაეყარნენ ერთმანეთს. ბრიტანელმა კი როგორ იცოდა ინდური მუსიკის ფასი, თავადაც მოგეხსენებათ. ჰოდა, როგორც იტყვიან: სულმა სული იცნო და ორი მაგარი საკონცერტო ალბომიც გამოაცხვეს - რაგას რიტმულ კარკასზე აწყობილი ჯაზი შეასრულეს.
ტრილოგ გურტუ მუდამ უნიკალური ჟღერადობის ძიებაში გახლდათ და ძველინდურ მუსიკალურ ტრადიციებს თანამედროვე დასავლურ მუსიკალურ ფორმებს უსადაგებდა. მაგრამ რად გინდა? ევროპელი მსმენელი მის სოლო პროექტებს დიდხანს ვერაფერს უგებდა, ერთულებოდათ. მხოლოდ ოთხმოციანი წლების ბოლოს შეძლეს გურტუს ექსპერიმენტების გააზრება, როცა ბაზარმა სრულიად ახალი, ეგზოტიკური მუსიკა მოითხოვა. სანამ სახელს მოიხვეჭდა, გურტუს ზოგჯერ იმასაც წამოაძახებდნენ ხოლმე: რა უბედურებაა, ტაბლაზე უკრავს და თან მღერისო. რაგას რიტმული მხარე, „ტალა“ ჰქონდათ მხედველობაში. „ტალას“ ყოველ ელემენტს კი თავისი მარცვალი შეესაბამება, რომელთა მეშვეობით ფურცელზე დაწერილი ურთულესი რიტმული სურათის წაკითხვა და ამღერებაც შესაძლებელია.
ტრილოგ გურტუს მაინცდამაინც გულზე არ ეხატება, როცა მას ჯაზმენს უწოდებენ. ჩვენც ნუ გავანაწყენებთ და ინდოელ მუსიკოსად მოვიხსენიოთ. არსებითად მართალიცაა: ჯაზი სუფთა კლასიკური სახით არასოდეს დაუკრავს. თანაც, ჯაზი ამერიკული ხელოვნებაა, რომელიც ორი საუკუნის წინ სადღაც მისისიპის ნაპირებზე დაიბადა, რაგა კი - ინდური ტრადიციული მუსიკა, ათასწლოვანი ისტორიით. სხვადასხვა სამყაროსა თუ კულტურის შვილები ბრძანდებიან და მათ ენაში თითქოს სიტყვაც არაა ზიარი, მაგრამ ერთი საერთო მაინც აქვთ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი - ჯაზიც და კლასიკური ინდური რაგაც თავისუფალი, დახვეწილი და მრავალფეროვანი იმპროვიზაციაა. როგორც ტრილოკ გურტუ განმარტავს: ჯაზი დიდი ხელოვნებაა, ინდური მუსიკა კი - განუმეორებელი.