ამას წინათ „ვიკიპედიაში“ “ბიტლზის” მესამე ალბომზე ვეძებდი რაღაცას, 1964 წლის „მძიმე დღის ღამეს“ (A Hard Day’s Night) ვგულისხმობ. ვიფიქრე, ბარემ აქ ვარ და თვალს ამ წლის სხვა ამბებსაც გადავავლებ-მეთქი. ჰოდა, აი, რეები მომხდარა: იტალიის პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში, ბელუჩების ოჯახში გოგო დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე მონიკა, იმერელ ბურჯანაძეებს კი ნინო შესძენიათ, თბილისის „დინამოს“ მოსკოვის „ტორპედოსთვის“ დაუწყვეტია გული და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გამხდარა. იმ წელს ჩვენში „არჩევნებიც“ ყოფილა. ოღონდ, დღევანდელისგან გასხვავებით ნერვიულობის გარეშე ჩაუვლია, რადგან „საქართველოს კომუნისტებმა მხურვალედ დაუჭირეს მხარი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმის გადაწყვეტილებას, რომელმაც ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აირჩია ამხანაგი ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი.“
არჩევნები იყო ოკეანის მიღმაც - დემოკრატი ლინდონ ჯონსონი რესპუბლიკელ ბარი გოლდვოტერსს ერკინობოდა. თუმცა, იყო კიდევ ერთი კაცი, რომლის პოლიტიკაში მოსვლას ვერავინ წარმოიდგენდა. პრეზიდენტობის სურვილი გრძელტანიანი უსტარებით არ განუცხადებია და არც ქვეყნის დარდით დამძიმებული გამომეტყველებით უთქვამს - „გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო“. თავისი ზრახვები ერთ-ერთ ჯაზ-ფესტივალზე გაანდო მსმენელს, ზემოთ აპრეხილი საყვირით, რეგისტრიდან რეგისტრზე ნავარდობისას. დიახ, ჯონ ბერკს გილესპიზე ვსაუბრობ, „ბიბოპის“ მამაზე, გენიოსზე - მეტსახელად „დიზი“.
ტელევიზორში ყოველ ახალ დღეს ახალ-ახალი სახეები ხომ გვინახავს, გვარ-სახელის ქვემოთ, მაგიური მინაწერი რომ აქვთ - „ექსპერტი“? ჰოდა, ახლა, ჩემი სახით სამშობლოს კიდევ ერთი „ექსპერტი“ მოევლინება და მეც, ჩემი „კოლეგების“ დარად, მეტად ჭკვიანური გამომეტყველებით, მოკლედ შევეხები დიზის პოლიკურ ოხუნჯობას.
მუსიკოსის პოლიტიკაში მოსვლა - ემოციური გადაწყვეტილება გახლდათ თუ მტრული ქვეყნების სპეცსასახურების მიერ იმართებოდა, დანამდვილებით არავინ უწყის. მის საარჩევნო კამპანიაზეც ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, „დიზი მაგარიას“ მსგავსი სააგიტაციო სიმღერა მაინც შემორჩა ისტორიას, უფრო სწორად “მარილიანი მიწის თხილის“ (Salt Peanuts) მოტივზე შექმნილი საარჩევნო ონავრობა: Vote Dizzy!
ბიბოპ-კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებები კი ასე გამოიყურებოდა: ვიეტნამიდან ამერიკის სამხედრო ნაწილების გამოყვანა და ცივი ომის შეჩერება; უფასო განათლება და სამედიცინო მომსახურება; ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. დიზის ბავშვობიდან კარგად ახსოვდა სიდუხჭირის გემო და მიუსაფრებისათვის საცხოვრებელი ფართების უსასყიდლოდ გადაცემაც განეზრახა. რა თქმა უნდა, არც ჯაზი დავიწყებია. ის ხომ, ლუი არსმსტრონგის მსგავსად, ჯაზის ანაბანას ქუჩებში ეუფლებოდა, გროშების საშოვნელად რომ უკრავდა ძმაკაცებთან ერთად მშიერ-მწყურვალი. ამიტომაც, ამომრჩეველს ჯაზის საუნივერსიტეტო პროგრამებში ჩართვას პირდებოდა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ე.წ. „ჩრდილოვანი მთავრობაც“ შეადგინა. დრამერ მაქს როუჩით დაიწყო, ნიუ-იორკის კლუბებში უბერავდნენ ხოლმე ერთად. თავბრუდამხვევ რიტმში ბიბოპის დაკვრა თუ ბრწყინვალედ მოახერხა, თავდაცვის მინისტრობასაც გაართმევს თავსო. სახელმწიფო მდივნად დიუკ ელინგტონი დაამტკიცა. ჰერცოგი კაცი იყო, ბოლო-ბოლო. ლუი არმსტრონგი დიზი გილესპის რევოლუციურ ბიბოპს „ჩინურ მუსიკას“ ეძახდა და გვარიანადაც კი უშლიდა ნერვებს, მაგრამ უფროსი თაობის გამოცდილება არ გახლდათ ხელწამოსაკრავი, ამიტომ ლუის სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელი არგუნა. კონგრესის ბიბლიოთეკა - რეი ჩარლზს ჩააბარა. ქვეყნის მთავარი მზვერავი ანუ ე.წ. „ცე-რე-უს“ შეფი კი მაილს დევისი გახდა.
საგარეო საქმეებიც ხომ მისახედი იყო? აქეთ ვიეტნამი, იქეთ საბჭოთა კავშირი თავისი მოღერებული რაკეტებით. დიზიმაც, სპეციალური თანამდებობა მოიგონა - მთელი მსოფლიოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ოღონდ ისეთის, ყველა ქვეყანაში რომ მიესვლებოდა და იქაურ ქუდსაც დაიხურავდა. თავსაბურავის დიდი კოლექცია კი იმხანად, გენიალურ პიანისტ თელონიუს მონკს ჰქონდა. თანაც ისეთი, ელტონ ჯონს არც დასიზმრებია: ჩაჩი გინდოდა, კეპი, ბერეტი, შლაპა თუ ჩალმა.
აი, ასეთი მიზნებითა და გუნდით... პრინციპში რაღა გუნდით, უფრო ბენდით აპირებდა დიზი ხელისუფლებაში მოსვლას და მოკალათებას „თეთრ სახლში“, რომელსაც „ბლუზის სახლს“ დავარქმევო ირწმუნებოდა. ჩვენი პარლამენტის სხდომები იქეთ იყოს და ამათ „ჯემ-სეიშენ“ თათბირებს კი დიდი სიამოვნებით ნახავდა კაცი ტელევიზორით. მაგალითად, არშემდგარი პრეზიდენტისა და ვთქვათ, ენერგეტიკის მინისტრის, საქსოფონისტ არნეტ კობის ამგვარ ბლუზურ გაბაასებას: