Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიტერ ბოდენი სამშვიდობო პროცესის მნიშვნელობაზე


დიტერ ბოდენი სამშვიდობო პროცესის მნიშვნელობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:40:36 0:00

10 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გერმანელი დიპლომატი, ელჩი - დიტერ ბოდენი. მან ილაპარაკა სამშვიდობო პროცესის განახლების საჭიროებაზე და იმ ფაქტორებზე, რაც მისი აზრით, ხელს შეუწყობდა რეალური სამშვიდობო პროცესის წარმართვას. დიტერ ბოდენი 1995-96 წლებში ხელმძღვანელობდა ეუთოს მისიას საქართველოში, 1999-2002 წლებში იყო გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი საქართველოში და გაეროს მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი, 2002-2005 წლებში - ეუთოში გერმანიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. ამჟამად დიტერ ბოდენი პოტსდამის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია. დიტერ ბოდენი საქართველოში იმყოფება აღმოსავლეთ ევროპაში კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის ჩატარებული ჟურნალისტური კონკურსის - „ადამი“-ს დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად. ცერემონია გაიმართება 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით.

XS
SM
MD
LG