სტუმრად ჩვენს ეთერში: თათია ქინქლაძე
31 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თათია ქინქლაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) იურისტი. მან ილაპარაკა წინასაარჩევნო პერიოდისა და ორი საარჩევნო დღის დარღვევებზე, რომლებიც ISFED-მა აღნუსხა. თათია ქინქლაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ საარჩევნო დარღვევების გამოძიება უნდა წარიმართოს ეფექტიანად და თანასწორი მიდგომით. "დილის საუბრების" სტუმარი შეეხო პირველ და მეორე ტურს შორის საუბნო საარჩევნო კომისიებიდან წევრთა როგორც ორგანიზებულად, ისე ინდივიდუალურად წასვლის თემასაც.