მორიგი აქცია უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრებმა აქცია მოაწყვეს. სტუდენტები დასხდნენ თვითმმართველობის კუთვნილი აუდიტორიის წინ და თვითმმართველობის წევრებს შიგნით არ უშვებენ. აქციის მიზეზი გახდა 24 მაისს თვითმმართველობისა და „აუდიტორია 115“-ის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გახდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტების ცემამ უკვე სისტემური სახე მიიღო და ეს უნდა დამთავრდეს. „აუდიტორია 115“-ის წევრები უკვე რამდენიმე თვეა ფართომასშტაბიან აქციებს მართავენ და უნივერსიტეტში რეფორმების გატარებას ითხოვენ.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან