Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედროების კავშირი მალაიზიის თვითმფრინავის დაღუპვასთან


საერთაშორისო ექსპერტები დაღუპული მალაიზიური ავიალაინერის ნარჩენებთან აღმოსავლეთ უკრაინაში.
საერთაშორისო ექსპერტები დაღუპული მალაიზიური ავიალაინერის ნარჩენებთან აღმოსავლეთ უკრაინაში.

ჰოლანდიელი სამართალდამცველები არკვევენ საგამოძიებო ჟურნალისტების მტკიცებას, რომ, სულ მცირე, 20 რუსი სამხედრო იყო ჩარეული მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს. ბრიტანეთში დაფუძნებული „ბელინგკეტი“ იტყობინება, რომ მიაკვლიეს ასამდე ჯარისკაცს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია რაკეტმტყორცნის შესახებ, რომელმაც ესროლა „ბოინგს“ 2014 წლის 17 ივლისს, რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინტერვიუში, რომელიც ნიდერლანდის ტელეარხმა, „ენ-ო-ეს-მა,“ გამოაქვეყნა, „ბელინგკეტის“ დამფუძნებელმა ელიოტ ჰიგინსმა, თქვა, რომ, მისი ორგანიზაციის აზრით, საჰაერო თავდაცვის ბაზაზე, კურსკში, არსებობს 20 ჯარისკაცი, რომლებმაც შეიძლება გატყორცნეს რაკეტა, ან იციან, ვინ განახორციელა გასროლა. გამოცემის წყაროს წარმოადგენს ასევე ჯარისკაცების ანგარიშები სოციალურ მედიაში, გამოქვეყნებული ფოტოები და არმიის მონაცემები, რომლებიც მედიაში გამოქვეყნდა. გვაქვს კოლონის იმ წევრების გვარები და ფოტოები, რომლებიც ახლდნენ "ბუკს", მათი მეთაურების და სხვების მონაცემები, - უთხრა ჰიგინსმა ჟურნალისტებს. ნიდერლანდელმა პროკურორებმა, რომლებიც ოფიციალურად იძიებენ მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეს, განაცხადეს, რომ ისინი იკვლევენ ჩამოგდების საქმეში რუსების მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG