Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

12:32 1.10.2012
ქალაქ რუსთავში N1 საარჩევნო უბანზე ხუთი დამკვირვებელი ელოდება სამკერდე ნიშანს ცესკოდან. ასევე, სამკერდე ნიშანი არ მიუღია ცესკოს წარმომადგენელს, რომელმაც გაიარა სპეციალური წინასწარი მომზადება აუდიოგადაღებისათვის. - გვატყობინებს რუსთავიდან მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
12:42 1.10.2012
ქალაქ ბათუმში N29 უბანთან სიებით ხელში დგას ადამიანი, რომელიც უარყოფს, რომ კოორდინატორია, თუმცა სხვადასხვა პარტიის დამკვირვებლები აცხადებენ, რომ კობა ხუხუნაიშვილი, რომელიც ვინაობას არ მალავს, ხშირად ესაუბრება კომისიის წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, მურმან ბოლქვაძეს; ამასთან საარჩევნო უბნამდე მიაცილებს ამომრჩევლებს და სიაშიც რაღაცეებს აღნიშნავს. თავად კობა ხუხუნაიშვილმა რადიო თავისუფლებას არ დაუდასტურა, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაციას აწარმოებს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ. ამავე უბნის დამკვირვებელმა განაცხადა, რომ უბანზე მოტანილია ასით ნაკლები ბიულეტენი და ემიგრანტები ისევ არიან რეგისტრირებული ამომრჩეველთა სიაში. - გვატყობინებს ბათუმიდან ნატა იმედაიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
12:53 1.10.2012
ქალაქ ქუთაისის N43 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. ამომრჩევლებს ანბანის მიხედვით იძახებენ, რის შედეგადაც რიგი უფრო იზრდება. ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავს. არაორგანიზებული სიტუაციის გამო რამდენიმე ამომრჩეველმა უბანი ხმის მიუცემლად დატოვა. გვატყობინებს ქუთაისიდან ნატა ავალიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
12:57 1.10.2012
თბილისში საბურთალოს N3 ოლქის N2 საარჩევნო უბანზე ამ დროსთვის ხმა მისცა 450-მა ადამიანმა. როგორც გაირკვა, დამკვირვებლებისთვის უბანზე სკამების საკმარისი რაოდენობა არ არის. N2 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა ნინო ბურჯანაძემ. - გვატყობინებს თბილისიდან იანა ისრაელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG