Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

21:09 1.10.2012
დიღმის მასივში N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანში გამჭირვალე კარია და მოქალაქეები გარედან უყურებენ როგორ მიმდინარეობს არჩევნების შეჯამება. - იტყობინება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
21:07 1.10.2012
როგორც არასამთვრობო ორგანიზაცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" იტყობინება, ზუგდიდის მეცხრე საპყრობილეში მე-4 საარჩევნო უბანში იმყოფება მეცხრე არხის ჟურნალისტი გუგა როგავა, რეალ ტვ-ს ჟურნალისტები და კომისიის წევრები ცდილობენ მის გაძევებას და ის დახმარებას ითხოვს. - არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრიდან იტყობინება ბექა წიქარიშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
21:05 1.10.2012
დიღმის მასივში, N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანში კოალიცია "ქართული ოცნების" დამკვირვებელი ამბობს, რომ უბნის დაკეტვის შემდეგ შიგნით არ შეუშვეს და უმრავლესობით ხმების დასათვლელად დარჩნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. - იტყობინება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
21:00 1.10.2012
დიღმის მასივში N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანზე მოქალაქე ამბობს, რომ ვიღაც დაინახა ცარიელი ყუთით საარჩევნო უბნის უკან, გაეკიდა მაგრამ ვერ დაეწია. - იტყობინება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG