Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

20:45 1.10.2012
კომპანია „ჯი ეფ კეი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები 17:30-ის მონაცემებით ასე გამოიყურება: კოალიცია "ქართული ოცნება" - 35%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30%, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა - 2.1%.
20:40 1.10.2012
"ამომრჩეველთა ლიგის" ეგზიტპოლის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, "ქართულ ოცნებას" - 70,24% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას - 24,66%. 1,45 %-მა უარი თქვა გამოკითხვაზე. დანარჩენმა პარტიებმა 5,9 პროცენტი მიიღეს. ლიგამ ეგზიტპოლი ამერიკულ პარტნიორ კომპანია "ბარსელო ენდ კომპანის" დახმარებით განახორციელა.
20:26 1.10.2012
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლების შედეგები ასეთია: "ქართული ოცნება" - 51 პროცენტი, ნაციონალური მოძრაობა - 41 პროცენტი, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 4 პროცენტი, "ლეიბორისტები" 1 პროცენტი. ”რუსთავი 2”-ის ცნობით, ეს არის 16 საათისთვის არსებული მონაცემები.
20:11 1.10.2012
საარჩევნო უბნებში ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG