20:01
1.10.2012
ჩეხეთში, პრაღის 42-ე საარჩევნო უბანში, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოშია განთავსებული, ხმის მიცემა ჯერ კიდევ გრძელდება. პრაღის დროით 18 საათის (თბილისი დროით 20 საათი) მონაცემებით, 240 რეგისტრირებული ამომორჩევლიდან ხმა მისცა 83-მა. როგორც საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, დარღვევები არ აღნიშნულა გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც ერთმა ამომრჩეველმა, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს არჩევნებში, საკუთარი თავი ამჟამად ვერ აღმოაჩინა სიაში. პრაღის დროით 20 საათზე საარჩევნო ყუთი გაიხსნება, ხმები დაითვლება, გაფორმდება ოქმი და შემდეგ დალუქული ყუთი თბილისში გაიგზავნება. - იტყობინება კობა ლიკლიკაძე (რადიო თავისუფლება).
19:56
1.10.2012
ლოტკინის მეცხრე ოლქის N1 საარჩევნო უბანზე პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. საჩივრები არ დაწერილა. - ირინა მირზოევი (რადიო თავოსუფლების მედიასკოლა).
19:53
1.10.2012
ჩუღურეთის რაიონის N16 საარჩევნო უბანზე 1482 ამომრჩევლიდან დაახლოებით 1000-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. - გვატყობინებს ქეთევან ქებაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
19:49
1.10.2012
ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 200-მდე ადამიანია შეკრებილი. ახლახან მოედანზე ავტომანქანების კოლონა გამოჩნდა, კოალიცია "ქართული ოცნების" დროშებით. - იტყობინება იანა ისრაელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).