Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

17:32 1.10.2012
თბილისის მეოთხე ოლქის N7 საარჩევნო უბანზე ეთნიკური უმცირესობა აქტიურად იღებს მონაწილეობას არჩევნებში. "დღეს ჩვენი საზოგადოება ცუდ მდგომარეობაშია და ვცდილობთ, რომ ამ არჩევნების მეშვეობით წავიდეთ უკეთესობისკენ. მე სულით და გულით მინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს კარგი მომავალი და ექნება კიდეც" - თქვა აზერბაიჯანელმა ქალმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, რადგან, მისი თქმით, მისი შვილი ამჟამად ციხეში იხდის სასჯელს. "საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესია არჩევნების მიმართ. არ ვიცი როგორ შეიცვლება სიტუაცია, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად შეიცვლება" - გვითხრა ეროვნებით სომეხმა ელა მუსოიანმა. - იტყობინება იანა ისრაელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:25 1.10.2012
ისნის N10 საარჩევნო უბანზე დამატებითი სიები არ აქვთ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნინო ბოქოლიშვილის თქმით, ამომრჩეველი 17 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყო და ისინი, ვინც სიაში არ არიან, ვერ მისცემენ ხმას. - იტყობინება ანი სელენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:24 1.10.2012
თბილისში, საბურთალოს N24 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა სიაში საკუთარი სახელი და გვარი ორჯერ აღმოაჩინა. - გვატყობინებს სოფიკო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:22 1.10.2012
საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ამომრჩევლის თითზე უხილავ მელანს ამოწმებს სოფელ სართიჭალაში
საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ამომრჩევლის თითზე უხილავ მელანს ამოწმებს სოფელ სართიჭალაში

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG