Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

17:19 1.10.2012
ვაკის N4 და N12 საარჩევნო უბნებზე არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს. იტყობინება ნინი დადუნაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:17 1.10.2012
უფლებათა დაცვის ცენტრის დამკვირვებლის და დამოუკიდებელი დამკვირვებლების თქმით, რუსთავის N10 საარჩევნო უბანზე დარღვევებია. მაგალითად, გადასატან ყუთს არ გააყოლეს დამკვირვებლები. - მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:13 1.10.2012
ისნის N8 საარჩევნო უბანზე ორი ადამიანი აცხადებს, რომ არცერთი პარტიის წევრი არ არის. ისინი თავისუფლად შედიან საარჩევნო უბანზე და ფლობენ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. მათი თქმით, 15:00 საათისთვის 633 ამომრჩეველმა მისცა ხმა და ეს ინფორმაცია მათ უკვე გადასცეს სხვა პირებს, თუმცა ადრესატს არ ასახელებენ. - ანი სელენიძე (რადიო თავოსუფლების მედიასკოლა).
17:11 1.10.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ოზურგეთში პოლიციამ კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ნუგზარ მიქელაძე და ვახტანგ გუჯაბიძე დააკავა. ნუგზარ მიქელაძე "მერსედესის", ვახტანგ გუჯაბიძე კი "BMW"-ს ტიპის ავტომანქანებით მოძრაობდნენ. ისინი არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის ხმოვან შეტყობინებას და მანქანები არ გააჩერეს. ამის შემდეგ პოლიციამ ისინი გააჩერა და დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმეს. პოლიციამ გამოუწერა შესაბამისი ოქმები და მძღოლებს გადასცა. ავტომაქანები კი საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG