აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად დაიკავა თანამდებობა.
ტრამპი საინაუგურაციო გამოსვლაში: "ვაშინგტონიდან ძალაუფლებას თქვენ, ხალხს დაგიბრუნებთ".
მნიშვნელოვანი ის არის, "აკონტროლებს თუ არა ჩვენს მთავრობას ხალხი".
ტრამპი აცხადებს, რომ 2017 წლის 20 იანვარს დაიმახსოვრებენ როგორც "დღედ, როცა ამ ერის მმართველი ისევ ხალხი გახდა".