ტრამპი: "ჩვენ ორ წესს დავიცავთ: იყიდეთ ამერიკული პროდუქცია და დაიქირავეთ ამერიკელები".
"ამერიკა კვლავ დაიწყებს გამარჯვებას - ისე, როგორც არასდროს. დავაბრუნებთ სამუშაო ადგილებს, დავაბრუნებთ ჩვენს საზღვრებს, დავაბრუნებთ ჩვენს სიმდიდრეს და დავაბრუნებთ ჩვენს ოცნებებს".
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სხვა ქვეყნებს თავს არ მოახვევს თავის ცხოვრების წესს, თუმცა იქნება მაგალითი.
ტრამპმა გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: "დიახ, ჩვენ კვლავ დიადად ვაქცევთ ამერიკას!"