18:41
27.10.2013
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ.
18:33
27.10.2013
დიდუბის მე-8 ოლქის, N3 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს, ვახტანგ ურუშაძეს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს, რადგან მისი ხმა უკვე გამოყენებული იყო. ვახტანგ ურუშაძე ამტკიცებს, რომ ხელმოწერა მისი არ არის და რომ სხვამ გამოიყენა მისი ბიულეტენი. ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ინციდენტის გარკვევას ცდილობენ. - გვატყობინებს თამთა ყიფიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:29
27.10.2013
18:24
27.10.2013
დიდუბის N8 ოლქის, N3 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა უბანზე ნელ-ნელა კლებულობს. - გვატყობინებს თამთა ყიფიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა)