Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

18:21 27.10.2013
ინციდენტი მავთულხლართებთან "მაესტროს" პირდაპირ ეთერში


ცხინვალის რაიონის სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართებთან, ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის სატელევიზიო ჩართვისას პირდაპირ ეთერში ინციდენტი მოხდა. მავთულხლართის მეორე მხარეს ოსური სანომრე ნიშნით მოძრავი "ოპელის" მარკის მანქანა გაჩერდა და "მაესტროს" გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც "მაესტროში" განაცხადეს, მედიის წარმომადგენლებს მანქანაში მსხდომი სამი პირი ცეცხლის გახსნით დაემუქრა, თუ ოპერატორი კამერას მათკენ მიაბრუნებდა. ერთ-ერთმა, ლურჯი ფერის სამხედრო ფორმით, მავთულხლართზე გადასვლა სცადა. გადამღებ ჯგუფს მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილის მეუღლე გამოესარჩლა. თუმცა მანქანაში მყოფმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მასაც მიაყენეს. (სააგენტოებიდან)
18:15 27.10.2013
რუსთავის N7 საარჩევნო უბანზე, 18:00 საათის მონაცემებით, 669 ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი არჩევანი. - გვატყობინებს თიკა გეგენავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა)
17:39 27.10.2013
​ალექსანდრა კალატოზიშვილი, ”მრავალეროვანი საქართველოს” განცხადება.
17:27 27.10.2013
გორის N7 საარჩევნო უბნის, 17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 471-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც 44%-ს შეადგენს. უბანზე მოქალაქეთა აქტივობამ საგრძნობლად იკლო. - გვატყობინებს გურანდა ძამელაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG