Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

14:24 27.10.2013
N76-ე საარჩევნო უბანზე ორი საჩივარი დაიწერა. ერთი - ”ნაციონალური მოძრაობის” და მეორე „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ. ორივე საჩივარი საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობას შეეხება. გვატყობინებს ხატია ქირია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
14:16 27.10.2013
თავისი არჩევანი დააფიქსირა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ
თავისი არჩევანი დააფიქსირა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ
14:12 27.10.2013
გორის N7 საარჩევნო უბანზე 14:00 საათის მონაცემებით 333-მა ადამიანმა მისცა ხმა. ”ჩვენი უბნის 30-მა პროცენტმა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა." - აცხადებენ ცესკოს წარმომადგენლები. - გვატყობინებს გურანდა ძამელაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
13:47 27.10.2013
პირდაპირი ჩართვა მედიაცენტრიდან. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG