13:45
27.10.2013
N8 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა. შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და არაადეკვატური ქცევის გამო დამკვირვებლებმა პატრული გამოიძახეს. ამ წუთებში პატრული უბანზე სიტუაციის განეიტრალებას ცდილობს. - გვატყობინებს გვანცა ნემსაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
13:39
27.10.2013
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი N19 საარჩევნო უბანზე 13:00 საათის ნაცვლად 15:00 საათზე მივა. - გვატყობინებს ელისაბედ გაზდელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
13:30
27.10.2013
ამ დროისთვის რუსთავის N1 საარჩევნო უბანზე 950 ამომრჩევლიდან ჯერჯერობით 260-მა დააფიქსირა თავისი არჩევნი. გვატყობინებს თიკა გეგენავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
13:21
27.10.2013
თბილისში, N19 საარჩევნო უბანზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისვლას ელოდებიან. ამავე უბანზე ხმის მისაცემად იმყოფება საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი. - გვატყობინებს ელისაბედ გაზდელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).