Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

13:11 27.10.2013
უცხოელი დამკვირვებლები N22 საარჩევნო უბანზე. ფოტო: ანა ხოშტარია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა)
უცხოელი დამკვირვებლები N22 საარჩევნო უბანზე. ფოტო: ანა ხოშტარია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა)
13:08 27.10.2013
თბილისში, ვაკის N11 საარჩევნო უბანზე აყალმაყალია. დამკვირვებლები ცესკოს წევრებს ხმების გაყალბებაში ადანაშაულებენ. - გვატყობინებს ხატია ქირია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
12:33 27.10.2013
12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 17,15 % შეადგინა. საქართველოს ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ ათენში, სადაც ყველაზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეები ხმას ვერ აძლევენ და ამან პროტესტი გამოიწვია. აზარაშვილის ინფორმაციით, საზღვარგარეთ მყოფი, რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების რაოდენობა 3 979-ია და ეს მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კანონის თანახმად ვერ მიიღებენ.
12:20 27.10.2013
N22 საარჩევნი უბანი. ფოტო: ანა ხოშტარია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
N22 საარჩევნი უბანი. ფოტო: ანა ხოშტარია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG