“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის ბრიფინგი საარჩევნო მედიაცენტრში
"სამართლიანი არჩევნების" მონაცემებით, დღის 12 საათისთვის თბილისში ამომრჩეველთა 14,7% გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე.
საარჩევნო უბანი ნაფარეულში, ძველი ფოსტის შენობაში. არჩევნების პროცესს უცხოელი დამკვირვებლებიც ესწრებიან
ამ დროისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენს 6 730-ს (17.45%-ს). ლაგოდეხის #15 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მარიკა გიორგაძის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დრომდე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა, - გვატყობინებს დავით ჭაბაშვილი.
ბლოგერი და ჟურნალისტი, ულკერ ნათიკიზი (Ulker Natiqqizi) სოციალურ ქსელებში მარნეულის საარჩევნო უბნებზე არსებული დარღვევების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მისი თქმით, მოქალაქეები დოკუმენტების გარეშე მონაწილეობენ არჩევნებში. საარჩევნო უბნებთან მოძრაობენ ასევე "სპეციალური" ადამიანები, რომლებიც იასამნისფერ ქაღალდებს ურიგებენ არჩევნებზე მოსულ მოქალაქეებს. ხმის მიცემის შემდეგ, ეს "სპეციალური" ადამიანები ფულს ურიგებენ მათ, ვინც იასამნისფერი ქაღალდით შევიდა საარჩევნო უბნებზე. ულკერ ნათიკიზის თქმით, ისინი ერიდებიან მის კამერას.