IRIGLOBAL-ის დამკვირვებელი, ანდრეა კეერბსი აქტიურობისკენ მოუწოდებს ამომრჩეველს
ჩართვა ცესკოდან - 14:30 საათისთვის არსებული ვითარების შეჯამება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, ია ჯიშკარიანის განცხადებით, ხობში, შავღელეს საარჩევნო უბანზე, აღმოაჩინეს ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ბიულეტენი. ჯიშკარიანის თქმით, ინფორმაცია, ბიულეტენის ფოტოსთან ერთად, მას მიაწოდა უბანზე ენმ-ის დამკვირვებელმა, რომელმაც ამ ფაქტის გამო პროტესტი გამოთქვა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ხობში ზუგდიდის ოლქის ბიულეტენი მექანიკური შეცდომის შედეგად აღმოჩნდა. „ეს ბიულეტენები შეკრულია 50-50 ცალად და, როგორც ჩანს, ბეჭდვისას მექანიკურად მოხდა არევა. შესაბამისი ოქმი შედგა და ეს ბიულეტენი ცალკე გადაიდო. ამომრჩევლის მიერ ის გამოყენებული არ ყოფილა“, - განაცხადა ცესკოს პრესმდივანმა ანა მიქელაძემ.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოვლენილია გაყალბებული აკრედიტაციის გამოყენების ფაქტი. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ქუთაისის რამდენიმე უბანზე ორგანიზაციის, „პრეს-მედიის“ სახელით მივიდა 10-მდე პირი, თუმცა მათთვის ცესკოს ოფიციალურად არ გაუცია აკრედიტაციის მოწმობები.