საარჩევნო მედიაცენტრი. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის ბრიფინგი
რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი, "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე, კონსტანტინე კანდელაკი ლაპარაკობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე.
12 საათის მონაცემებით, გორის 32-ე საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 14404-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 13,07 პროცენტია. სულ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 110 174 ამომრჩეველი. გახსნილია 105 საარჩევნო უბანი. გორის მერობის პოსტისთვის კენჭს იყრის ცხრა კანდიდატი, ხოლო პროპორციული სიებით წარმოდგენილია 13 პოლიტიკური სუბიექტი. გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია ერთი საჩივარი. 90 -ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა უბნის თავმჯდომარის დაგვიანებით გამოცხადების გამო. როგორც გოგა აფციაური გვატყობინებს, გორში არჩევნები ჯერჯერობით მშვიდად მიმდინარეობს.
დღის 12 საათისთვის მარნეულის 22 საარჩევნო ოლქში 14 900 ამომრჩეველი მივიდა. ოლქის თავმჯდომარის, იოსებ ასანიძის თქმით, ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 15 პროცენტია, - გვატყობინებს დავით მჭედლიძე.