21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. „2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ნათქვამია განცხადებაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 23 ოქტომბერს გადაწყვეტს, მიიღებენ თუ არა მისი კანდიდატები მონაწილეობას თვითმმართველი ქალაქის და თემის მერების არჩევნების მეორე ტურში. პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა 15 საათზეა დანიშნული.
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.
სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება.
საფეხუბრთო კლუბ "მილანის" ყოფილმა კაპიტანმა, პაოლო მალდინიმ კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.