Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ბერძენიშვილი: ბრუნო შულცის „დარიჩინისფერი მაღაზიები“


ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემის, „ლიტერატურული წახნაგების“ დღევანდელი რუბრიკაა habent sua fata libelli („წიგნებსაც თავისი ბედი აქვთ“). გადაცემა ეძღვნება პოლონელი მწერლის, ბრუნო შულცის წიგნს, „დარიჩინისფერ მაღაზიებს“. საქართველოს თითქმის უცნობი გენიოსი, ბრუნო შულცი, „დარიჩინისფერი მაღაზიებით“ ერთბაშად გახდა ცნობილი და თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა ქეთი ქანთარიას თარგმანით. ბრუნო შულცი განსაკუთრებით პოპულარული ხდება დღეს, მას პოლონელ კაფკასაც უწოდებენ, და იგი ძვირფასი არის როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი მწერლებისთვის.

XS
SM
MD
LG