გამომცემლობა „დიოგენემ“ მარინა ელბაქიძის სადებიუტო კრებული გამოსცა. ეს მარინას პირველი წიგნია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოთხრობები, 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. გასულ წელს მარინამ 5 ასეთ მოთხრობას მოუყარა თავი და ერთ პატარა კრებულად გამოსცა. კრებულს სახელად „გაცვლა“ ჰქვია, ისევე როგორც მარინას საუკეთესო მოთხრობას, რომელიც 10-ზე მეტი წლის წინ დაიბეჭდა პირველად „არილში“.
„ეს დაახლოებით 10 წელზე გაწელილი ხუთი მოთხრობაა. ნამდვილად სხვადასხვა ეტაპია. ერთ წიგნში კი მოხვდნენ, მაგრამ სხვადასხვა ტიპის მოთხრობებია, სხვადასხვა ეტაპია და 10 წლის მერე რომ გადახედავ, რას როგორ წერდი... რაღაცები შეიძლება სხვანაირად დამეწერა, რაღაცა შეიძლებოდა შემეცვალა ან მოწიფული ხელი უნდა დასტყობოდა, დღეს რომ დამეწერა, ან შეიძლებოდა გამესწორებინა... პრინციპში, შეუცვლელად დავტოვე - როგორც იყო, ისე. ერთ-ერთი პირველი მოთხრობა ცოტა უფრო ინფანტილურია, ასაკობრივადაც, იმ ასაკთანაა ახლოს, რომელშიც მე ვიყავი და შემდეგ, იმედი მაქვს, უფრო მეტი მოწიფულობა დაეტყო ნაწერს“.
მართალია, მარინამ 10 წელი ახსენა, მაგრამ მისი პირველი მოთხრობა, „ლიზი“, „არილში“ გაცილებით ადრე დაიბეჭდა, 1997 წლის ოქტომბერში. ორი წლის შემდეგ, 1999 წელს, „სოკო“ დავბეჭდეთ, 2002 წელს კი „გაცვლა“ გამოქვეყნდა, ვრცელი მოთხრობა აფხაზეთის ომის შესახებ. კარგად მახსოვს ის ნომერი. ყდაზე ახალგაზრდა ვიტოლდ გომბროვიჩის ფოტო იყო გამოტანილი, იმ ნომერში მისი დღიურები და სლავომირ მროჟეკისა და ჩესლავ მილოშის სტატიები დავბეჭდეთ გომბროვიჩის შესახებ, იმავე ნომერში იყო ბესიკ ხარანაულის „წიგნი ამბა ბესარიონისა“-ს პირველი პუბლიკაცია და სწორედ ამ ტექსტს მოსდევდა მარინას ეს ძლიერი მოთხრობა.
ამ ხუთ მოთხრობაში „გაცვლა“ მართლაც გამოირჩევა. ყველა დანარჩენი მოთხრობა, ვერ ვიტყვი, რომ ყველა ინფანტილურია, მაგრამ ამ მოთხრობებში რეალობა, რეალური მეტყველება, რეალური ისტორიები, შედარებით მზა მასალად შემოდის ტექსტში, „გაცვლაში“ კი ავტორის ძლიერი ხელიც ჩანს. მაგალითად, ორ ადრეულ მოთხრობაში ზღვარი ავტორსა და 90-იანების რეალობას შორის ძნელად გასარჩევია, იგი ერთგვარად ემორჩილება ეპოქის ნიშნებს, ხოლო „გაცვლაში“ ავტორი მეტ ძალისხმევას ახმარს ამ რეალობის აღწერას და სიმართლეც უფრო ზოგადი და საყოველთაო მოჩანს და არა კერძო. სწორედ ამიტომაა ეს მოთხრობა ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა, რაც კი აფხაზეთის ომზე დაწერილა.
მოთხრობას დოკუმენტური ამბები უდევს საფუძვლად და ამიტომ მარინას ამის შესახებაც ვკითხე:
“დოკუმენტური საფუძველი არის ქართულ-აფხაზური ომი. ბევრი ისტორია მოვისმინე იმ წლების განმავლობაში, გარდა იმისა, რასაც ვუყურეთ ტელევიზორში – ჩემი მეგობრებისგან, ნაცნობებისგან... და ამ მეგობრებში და ნაცნობებში ვგულისხმობ აფხაზებსაც და ქართველებსაც, ქართულ მხარესაც და აფხაზურსაც... ეს ისტორიები საკმაოდ ემოციურად დატვირთული იყო და ემოციურად იყო მნიშვნელოვანი. ერთია, ემოციურად როცა მოისმენ და გული აგიჩუყდება, ცრემლი წამოგივა ან გაბრაზდები, გეწყინება... რაღაცნაირად, ჩავთვალე, რომ ეს ამბები მოითხოვდა ქცეულიყო რაღაც ტექსტად და ვცადე გადმომეტანა ქაღალდზე. ამ მოთხრობის თითქმის ყველა ნაწილი არის რაღაც რეალური ისტორიის ასახვა, რეალური ადამიანების ისტორიები”.
მოთხრობის ერთ-ერთი მთავარი გმირი პაატაა. იგი აფხაზეთის ომში მონაწილეობს, ოღონდ ომით არაა დაკავებული, არც იარაღი აქვს, იგი „ცვლის ცოცხლებს და მიცვალებულებს ცოცხლებზე და მიცვალებულებზე“, ვაჭრობს, წონის, ანგარიშობს... მოწინააღმდეგის მხარესაც ჰყავს თავისი პაატა, სახელად ბატალი, და ისიც ასევე ანგარიშობს, მასაც პაატასავით დავთარი დააქვს, სადაც ყველა დაკარგულის, დასახიჩრებულის, მოკლულის, გაუპატიურებულისა და მოტაცებულის სახელი აქვს აღნიშნული. ერთი ეგ არის, რომ პაატას სხვადასხვა ფერის მელნის კალმები დააქვს და სხვადასხვა ფერში აჭრელებს დავთარს. რას გაიგებ, რას ნიშნავს თითოეული ფერი! მოკლედ, შუაში ეს ორნი არიან, პაატა და ბატალი, აქეთ-იქით კი უამრავი დედა, ცოლი, ქმარი და მამა ელოდება თავისიანის ცოცხლად ჩამოყვანას თუ მკვდრად ჩამოსვენებას. ერთ-ერთი ასეთი მამაა გოგი, მოთხრობის მეორე მთავარი გმირი, რომელიც თბილისიდან გამოქცეული და ტყვედჩავარდნილი შვილის საძებრად ჩამოდის აფხაზეთში და პაატასთან ერთად იწყებს შვილის ძიებას.
ომისთვის არც ერთი არ არის გაჩენილი. პაატას „დაბალი, თბილი ბარიტონი აქვს, ასეთი ხმით სუფრაზე უნდა ღიღინებდეს და ქალებს აბამდეს, ან შვილებს უყვებოდეს ზღაპარს გამოთქმით...“ გოგი კი მსახიობია, ჰამლეტიც კი აქვს ნათამაშები. შექმნა უსიყვარულო, სამკაულივით ოჯახი, გამოსაფენი, სხვების დასანახად, ცხოვრობს სათბურის თუ ნაკრძალის პირობებში, რუდუნებით ძერწავს თავის იმიჯს, კაი თბილისელი ბიჭის იმიჯს. ამ იმიჯის შესალამაზებლად ზომიერად უძველბიჭია კიდეც, „ოღონდ უსაფრთხოების ნორმების დაცვით“. ჰყავდა საყვარლები, არ აკლდა ტაში და ყვავილები, ერთი ორჯერ „ყოფნა-არყოფნაზეც“ ჩაფიქრდა, ყოველ შემთხვევაში, მონოლოგის წაკითხვა მაინც მოუწია სცენაზე და უცებ, ეს ადამიანი საფლავს თხრის, სხვისი შვილის საფლავს, მიცვალებულიან საფლავს. კაცს, ვისაც პანაშვიდზე სიარულის ეშინოდა, ახლად დამარხულ მკვდარს თხრის და, რაც მთავარია, თხრის „თავდავიწყებით, ლამის ბედნიერი იმით, რომ ეს მისი შვილის სამარხი არ იყო. სულ სამნი იყვნენ. პაატა და გოგი თხრიდნენ, დამარხულებიდან ერთ-ერთის მამა იქვე იჯდა, უფრო იდო მიწაზე და გოგის ეშინოდა, ისიც იქვე არ შემატებოდა ცხედრებს“.
გოგი ომში ისე ხვდება, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ერთი ფილმიდან მეორეში გადააბიჯა. მას სხვანაირად არ შეუძლია დაინახოს ეს რეალობა. იგი ტოვებს ფილმს, სახელად „თბილისი და თეატრი“ და მიდის ფილმში სახელად „ომი და აფხაზეთი“. აქ იგი უიარაღოდაა, პაატასავით, და ამიტომ მას კაცადაც არავინ აგდებს. უიარაღო მშვიდობის მტრედი და შვილის მაძიებელი მამა აქ არავის აინტერესებს, თუმცა მოთხრობის ემოციურად ყველაზე დატვირთულ მომენტებში, რა თქმა უნდა, სწორედ ეს ორი ადამიანი მონაწილეობს. მთავარ, საკვანძო სცენაში გოგი ძალზე სარისკო წარმოდგენას თამაშობს მტრის თვალწინ, თამაშობს როგორც ნამდვილი არტისტი. ყველაფერი, რაც ამის შემდეგ ხდება, მხოლოდ რეზიუმეებია, ორ–ორი წინადადებით მოყოლილი ამბები და ზუსტი აღწერები. მარინა ელბაქიძე, საერთოდ, აღწერების ოსტატია. მას შესანიშნავად გამოსდის პორტრეტებიც. იგი ვრცლად, დეტალურად ხატავს ამ პორტრეტს და ავსებს დეტალებით, თუმცა შთაბეჭდილება რჩება, რომ 20–30 გვერდიანი მოთხრობა საკმარისი სივრცე არაა ასეთი სახეებისთვის. ამისთვის, ალბათ, რომანია საჭირო. მცირე რომანი მაინც.